კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საკონსტიტუციო ცვლილებების ქართულ და ვენეციის კომისიისთვის გაგზავნილ ინგლისურ ვერსიებს შორის სხვაობაა

9 ივნისი, 2010
საკონსტიტუციო ცვლილებების ქართულ და ვენეციის კომისიისთვის გაგზავნილ ინგლისურ ვერსიებს შორის სხვაობაა. ამის შესახებ „ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა. მისი თქმით, საუბარია სახელმწიფო კომისიის მიერ 2010 წლის 11 მაისს დამტკიცებული საბაზისო ვარიანტის ქართულ ვერსიასა და ვენეციის კომისიისთვის მიწოდებულ ინგლისურ ვერსიას შორის სხვაობაზე.

„კერძოდ, კანონპროექტის ინგლისური ვერსიის მე-2 მუხლის თანახმად, საკონსტიტუციო ცვლილებების ძალაში შესვლის თარიღად განსაზღვრულია 2013 წელს საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნების დღე. ეს დებულება არ ფიგურირებს კომისიის მიერ დამტკიცებულ ქართულ ვერსიაში, რომელიც კომისიის ოფიციალური ვებ-გვერდის მეშვეობით მიეწოდა ქართულ საზოგადოებას“, - განაცხადა წულუკიანმა.

მისივე თქმით, აღნიშნული განსხვავება შეგნებულად არის დაშვებული ქართული საზოგადოების შეცდომაში შეყვანისთვის.

„როგორც ჩანს, საკონსტიტუციო კომისიასა და სახელმწიფოს სურს, უმტკივნეულოდ განახორციელონ სასურველი საკონსტიტუციო ცვლილებები; განახორციელონ ისე, რომ ქართულმა საზოგადოებმა კონკრეტულად არ იცოდეს, ეს ცვლილება რა დროს მოხდება. ეს ააცილებს ხელისუფლებას ზედმეტ კითხვებს, კრიტიკას და პროტესტს. როცა საზოგადოება გაიგებს, რა მოხდა, განხორციელებული იქნება ყველა ცვლილება და სასურველი გადაადგილებებიც, მაგალითად - დღევანდელი პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრად უმტკივნეულოდ მოგვევლინება“, - განაცხადა წულიკიანმა.

მისივე თქმით, აღნიშნულ შეუსაბამობასთან დაკავშირებით „ალიანსი საქართველოსთვის“ ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ ოფიციალური წერილით მიმართა საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარეს, ავთანდილ დემეტრაშვილს. ირაკლი ალასანიამ მოითხოვა ოფიციალური განმარტება, თუ რატომ მიეწოდა ვენეციის კომისიას განსხვავებული ვარიანტი და რომელი კონკრეტული მოსაზრებებიდან გამომდინარე დაადგინა სახელმწიფო კომისიამ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები 2013 წელს საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნების დღიდან უნდა შევიდეს ძალაში. ამ წერილის ასლი გადაეგზავნა ვენეციის კომისიის ხელმძღვანელ ჯანი ბუკიკიოსაც.

თეა წულუკიანი 2000-2010 წლებში სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან შესულ საჩივრებზე მუშაობდა, სწავლობდა მათ საფუძვლიანობას,  წერდა გადაწყვეტილებებსა და განჩინებებს. მისი დაწერილია გადაწყვეტილებები ისეთი ცნობილი საქმეების შესახებ, როგორებიც არის ასანიძის, ფანჯიკიძისა და ყურაშვილის, გორგილაძის საქმეები და ა.შ. 2007 წლიდან თეა წულუკიანი მუშაობდა საქმეზე - „ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ“. „ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატებში“ წულუკიანი მაისში გაწევრიანდა.

„ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები