„დასაპატიმრებელი კიდევ ბევრია!“
9 ივნისი, 2010
„ქრისტიან-დემოკრატები“ ბიუჯეტში ცვლილებებს აკრიტიკებენ. როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა ლალიაშვილმა განაცხადა, წარმოდგენილი ცვლილებები არაადეკვატურია იმ მოთხოვნების, რომელიც საზოგადოებას აწუხებს. მისივე თქმით, არ ფინანსდება არც ერთი ჯანდაცვის პროექტი.
„იმის ნაცვლად, რომ ჩვენ დავაფინანსოთ საზღვარგარეთ ჩვენი სათვისტომოები, საკვირაო სკოლები და კერები, გაუგებარ მანიპულირებას ვახდენთ გერმანიაში ჩვენი ერთი საელჩოს გაყიდვით და მეორის შეძენით, რისთვისაც 2 მილიონი ლარია კიდევ დამატებით გამოყოფილი“, - განაცხადა ლალიაშვილმა.
დეპუტატის განცხადებით, ცვლილებების თანახმად, ძირითადი ფული ციხეების მშენებლობაზე იხარჯება: „ორი ახალი ციხე შენდება, რაც გვაფიქრებინებს, რომ ხელისუფლებამ, რომელმაც 30 მაისის არჩევნების შემდეგ თავისი პოზიციები გაიმყარა, შეცვალა სლოგანი, რომელიც დღეს ასე ჟღერს - „დასაპატიმრებელი კიდევ ბევრია“.
სახელმწიფო ბიუჯეტი 215 მილიონი ლარით იზრდება, მათ შორის, 150 მილიონი შემოსავლების ზრდას უკავშირდება, დანარჩენი კი გრანტებს. ბიუჯეტში ცვლილებებს პარლამენტი, სავარაუდოდ, 18 ივნისს, პლენარულ სხდომაზე დაამტკიცებს.
„ინტერპრესნიუსი“
ახალი ამბები
პოპულარული
სტატია
13 თებერვალი, 2024
სტატია
28 დეკემბერი, 2023
სტატია
13 დეკემბერი, 2023