კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კახეთში 129 მაჟორიტარული ოლქიდან ოპოზიციური პარტიების კანდიდატებმა არჩევნები მხოლოდ 9 სოფელში მოიგეს

10 ივნისი, 2010
კახეთის რეგიონში 129 მაჟორიტარული ოლქიდან ოპოზიციური პარტიების კანდიდატებმა არჩევნები მხოლოდ 9 სოფელში მოიგეს. აქედან 5 „მრეწველებიდან“ არის, 2 – „თორთლაძე - დემოკრატიული პარტიიდან“, 2 კანდიდატი „ეროვნული საბჭოდან“.

კახეთის მუნიციპალიტეტებში პროპორციული სისტემით, 68-81 პროცენტით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ლიდერობს. სახელისუფლებო პარტიას 7 - 20 პროცენტით „ქრისტიან-დემოკრატიული გაერთიანება“ მოჰყვება. „ალიანსი საქართველოსთვის“ და „ეროვნული საბჭო“ 2 – 8 პროცენტის ფარგლებში მერყეობენ.

საგარეჯოს საკრებულოში პროპორციული სისტემით 7 მანდატი „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოიპოვა, 1 – საარჩევნო ბლოკმა „ალიანსი საქართველოსთვის“ და 1 მანდატი „ეროვნულმა საბჭომ“.

გურჯაანის საკრებულოში პროპორციული სისტემით 8 მანდატი „ნაციონალებმა“ მოიპოვეს, 1 – „ქრისტიან-დემოკრატიულმა გაერთიანებამ“ და 1 – „ეროვნულმა საბჭომ“.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 8 მანდატი ნაციონალებს ერგოთ, 1 მანდატი - „ქრისტიან დემოკრატიულ გაერთიანებას“ და 1 მანდატი - ბლოკს „ალიანსი საქართველოსთვის“.

დედოფლისწყაროს საკრებულოში, პროპორციული წესით 9 მანდატი „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აიღო, 1 მანდატი „ქრისტიან - დემოკრატიულმა გაერთიანებამ“.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, პროპორციული სისტემით, 1 მანდატი მოიპოვა „ქრისტიან - დემოკრატიულმა გაერთიანებამ“ და 9 მანდატი „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აიღო.

ყვარლის საკრებულოში პროპორციული სისტემით, საკრებულოში 7 მანდატი ნაციონალებმა მოიპოვეს, 2 – „ქრისტიან - დემოკრატებმა“ და 1 – „ალიანსმა“.
 
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 8 მანდატი „ნაციონალებმა“ აიღეს, 1 – „ქრისტიან - დემოკრატებმა“ და 1 – „მრეწველებმა“.

ახმეტის საკრებულოში ნაციონალებმა 8 მანდატი მოიპოვეს, „ქრისტიან - დემოკრატებმა“ – 1 და „ალიანსმაც“ - 1.

 ვრცლად იხილეთ ამ მისამართზე:

კახეთის საინფორმაციო ცენტრ

ახალი ამბები