კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აშშ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის შესახებ რუსეთთან დიალოგს გააგრძელებს

11 ივნისი, 2010
აშშ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის შესახებ რუსეთთან დიალოგს გააგრძელებს.
როგორც ჟურნალისტებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ფილიპ ქროულიმ განუცხადა, აშშ-ს უთანხმოება აქვს რუსეთთან აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით. თუმცა ვაშინგტონი ამ საკითხზე დიალოგს გააგრძლებს.

მისივე თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნულ თემას „რუსეთთან დიალოგის ასპექტში და არა რუსეთთან ურთიერთობებში წინაღობად განიხილავს“.

აშშ-ის წარმომადგენლის განცხადებით, ამას მოწმობს შეხვედრები, რომელიც სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ფილიპ გორდონმა ევროპაში, ჟენევის მოლაპარაკებთა მე-11 რაუნდის ფორმატში გამართა.

„ჩვენ ვხედავთ რუსეთთან აქტიური დიალოგის შესაძლებლობას ძალიან ბევრ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ დავაჭირეთ ხელი „გადატვირთვის ღილაკს“ და კმაყოფილები ვართ მიღწეული პროგრესით. ამასთან, არსებობს უთანხმოება საქართველოს საკითხთან დაკავშირებით. კერძოდ, საქმე ეხება აფხაზეთსა და სამხერთ ოსეთს, რომელთა შესახებაც ჩვენ დიალოგს გავაგრძელებთ. ასე რომ, ეს არ არის წინაღობა. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ რუსეთთან სამხრეთ კავკასიაში სტაბილური ვითარების შესაქმნელად“, - განაცხადა ქროულიმ.

მისივე თქმით, ვაშინგტონი რუსეთს გარკვევით ეუბნება: „ვითარება აუცილებლად უნდა შეიცვალოს; მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და პატივს ვცემთ საქართველოს უფლებებს რეგიონში“.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები