კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მანანა არჩვაძე-გამსახურდის მომხრეები პატიმრობაში რჩებიან

14 ივნისი, 2010
11 ივნისს პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მანანა არჩვაძე-გამსახურდიას სამი მხარდამჭერი დააკავეს. იმ დროს ისინი ლესია უკრაინკას ქუჩის ასახვევთან გზას კეტავდნენ.

როგორც მანანა არჩვაძის მომხრეთა პრესსამსახურიდან განაცხადეს, დაკავებულია ინგა სიხარულიძე, ნათია მაისურაძე და ირაკლი შონია. მათივე ცნობით, პოლიციელებმა აქციის მონაწილეები დაარბიეს და უსაფუძვლოდ დააკავეს.

არჩვაძე-გამსახურდიას მომხრეები პარლამენტის წინ პერმანენტულ აქციებს ცოტნე გამსახურდიას გათავისუფლების მოთხოვნით მართავენ.

12 ივნისს არჩვაძე-გამსახურდიას მომხრეებმა აქცია დაკავებული პირების გათავისუფლების მოთხოვნით განაახლეს. როგორც მათ განაცხადეს, ინგა სიხარულიძე, ნათია მაისურაძე და ირაკლი შონია კვლავ პატიმრობაში რჩებიან, ადვოკატი არ ჰყავთ და დაკავებულების შესახებ  ინფორმაცია არ ვრცელდება.

მანანა არჩვაძე-გამსახურდიას მომხრეებს, სავარაუდოდ, ადმინისტრაციული ჯარიმის შემდეგ გაათავისუფლებენ.

„ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები