კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ფარმაკონ 11“-ის ქონებას აუქციონზე სასამართლოს გადაწყვეტილებამდე ყიდიან

14 ივნისი, 2010
რამდენიმე დღის წინ საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა ნოდარ ბეგიაშვილის განცხადება მისი კუთვნილი ქონების აუქციონის წესით გაყიდვის დროებით შეჩერებაზე. შპს „ფარმაკონ 11“-ის მეპატრონეს, ნოდარ ბეგიაშვილს უზენაეს სასამართლოში ორი განცხადება ჰქონდა შეტანილი, ერთით საგადასახოს მიერ დაწესებული გადასახადის გაუქმებას მოითხოვდა, მეორით კი - აფთიაქის გასაყიდად აუქციონის დროებით შეჩერებას, ვიდრე საქმეზე სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას გამოიტანს.   

შპს „ფარმაკონ 11“-ის მეპატრონეს  შემოსავლების სამსახურთან პრობლემა მას შემდეგ შეექმნა, რაც აფთიაქის მეწილეებმა შპს-დან საკუთარი წილები გაიტანეს. საგადასახადო ინსპექციამ წილების გატანა საქონლის ხელახალ მიწოდებად მიიჩნია, ანუ - ხელახალ გაყიდვად და ერთადერთ მეპატრონეს, ნოდარ ბეგიაშვილს, სახელმწიფო დაბეგვრის მიზნით, ბიუჯეტის სასარგებლოდ, 342480,6 ლარის გადახდა დააკისრა. ბეგიაშვილმა საჩივრით საგადასახადო შემოსავლების სამსახურს მიმართა, რომელმაც მომჩივანის მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და შპს „ფარმაკონ 11“ -ს შესატანი თანხა (342480,6 ლარი)  41007, 65  ლარით  შეამცირა. ამის შემდეგ დავამ სასამართლოში გადაინაცვლა.

 „საქალაქო სასამართლომ გაგვამართლა და გადასახადი ჩამოგვაწერა, თუმცა საგადასახადო სამსახურმა გადაწყვეტილება გაასაჩივრა. სააპელაციო სასამართლომ კი გაუქმა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება და ისევ დაგვიწესეს გადასახადი. უზენაეს სასამართლოში ამ გადასახადის გაუქმებას ვითხოვთ“, -  ამბობს ნოდარ ბეგიაშვილი.

უზენაესმა სასამართლომ საქმეზე სასამართლო პროცესი 24 ივნისს დანიშნა. ხოლო ქონების გაყიდვასთან დაკავშირებული აუქციონის დროებით შეჩერებაზე მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. ნოდარ ბეგიაშვილი მიიჩნევს, რომ ამით საკუთრების წართმევის პროცესი გრძელდება. მისი თქმით, უზენაესი სასამართლოდან უარის მიღების შემთხვევაში, აუქციონის საკითხი სტრასბურგის სასამართლოში ცალკე საკითხად წავა.

თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, ბეგიაშვილის კუთვნილი ქონება სახელმწიფო აუქციონზე გაიყიდება. თუ ობიექტი პირველ აუქციონზე ვერ გაიყიდა, მისი ფასი მეორე აუქციონისთვის განახევრდება.  ამის შემდგომაც თუ არ გაიყიდა, უსასყიდლოდ გადაეცემა სახელმწიფოს. ბეგიაშვილი ეჭვობს, რომ მის ქონებას მყიდველი არც ერთ აუქციონზე არ გამოუჩნდება და ამ ფართის სახელწიფოსთვის ნაძალადევად ჩუქება მოუწევს.

იმ შემთხვევაში, თუ უზენაესი სასამართლო ბეგიაშვილის საკუთრების უფლების შელახვას არ აღკვეთს, „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ გადაწყვეტილებას სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაასაჩივრებს.

ნინო გელაშვილი

ახალი ამბები