კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ნოღაიდელის პარტიის ოფისში კვლავ ხმაურია

16 ივნისი, 2010

პოლიტიკური გაერთიანება „სამართლიანი საქართველოსთვის“ ქუთაისის ოფისში კვლავ ხალხმრავლობაა. შეკრებილები ორგანიზაციის ხელმძღვანელობისგან იმ შრომითი ანაზღაურების გასტუმრებას ითხოვენ, რომელიც ჯერ კიდევ წინასაარჩევნოდ უნდა აეღოთ.

პროგრამა „კარდაკარის“ მონაწილეები აცხადებენ, რომ პოლიტიკური ორგანიზაციის ხელმძღვანელებმა ისინი მოატყუეს და დღეს კუთვნილი ანაზღაურების მიღებაზე უარს ეუბნებიან.

„დაუღალავად ვიშრომეთ, უბან-უბან შემოვიარეთ მთელი ქალაქი და მათ სასარგებლოდ ყველაფერი გავაკეთეთ. დღეს კი გვეუბნებიან, რომ ფული არ არის და არც იციან, როდის იქნება. მეტის მოთმენას არ ვაპირებთ. საქმეს აუცილებლად გადავცემთ პროკურატურას და ის გაარკვევს ყველაფერს,“ - აცხადებენ ნოღაიდელის პარტიის ქუთაისის ოფისში შეკრებილები.

პოლიტიკური გაერთიანება „სამართლიანი საქართველოსთვის“ ქუთაისის ოფისის წარმომადგენლების განცხადებით, დავალიანება 35 000 ლარია.

„ეს თანხა აუცილებლად იქნება გასტუმრებული, მაგრამ არ ვიცით, როდის. გასაგებია ამ ადამიანების პრეტენზიები, მაგრამ ჩვენ რა ვქნათ?! დავალიანებას ჩვენ ხომ ვერ დავფარავთ?! არ ვიცი, რა და როგორ იქნება... მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ყველა ის ადამიანი, ვინც იმუშავა, თანხას აიღებს. ყოველ შემთხვევაში, „ზევიდან“  ასე გვეუბნებიან“, - აცხადებს პოლიტიკური გაერთიანება „სამართლიანი საქართველოსთვის“ ქუთაისის ოფისის წარმომადგენელმა გოჩა ბაძგარაძე.

პარტიის აქტივისტები იგივე მოთხოვნებით ჯერ კიდევ არჩევნებამდე შეიკრიბნენ. შეხვედრა ხმაურსა და შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა. მაშინ ორგანიზაციის ადგილობრივი ხელმძღვანელები მათ კუთვნილი გასამრჯელოს არჩევნებამდე აღებას დაპირდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, პოლიტიკურ გაერთიანებას დავალიანებები საქართველოს სხვა რეგიონებშიც აქვს.

შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

ახალი ამბები