კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კოდორის ხეობაში რუსი მესაზღვრე მოკლეს

16 ივნისი, 2010

კოდორის ხეობაში რუსი მესაზღვრე მოკლეს. აღნიშნული ინფორმაცია რუსულმა ინტერნეტ-გამოცემამ - „სეგოდნია.რუ“ 15 ივნისს გაავრცელა.

გამოცემა იუწყებოდა, რომ რუსი მესაზღვრე ქართველმა ძალოვანებმა შეიპყრეს და სამხედრო ხასიათის ინფორმაციის მოპოვების მიზნით აწამებდნენ. კერძოდ, სცემდნენ სახის არეში და ხელის თითებზე ფრჩხილებს აძრობდნენ. ბოლოს კი გულ-მკერდის არეში დანით სამი ჭრილობა მიაყენეს.

ამავე გამოცემის ინფორმაციით, დაჭრილი რუსი მესაზღვრის გადასაყვანად ვერტმფრენი დაგვიანებით მივიდა, რის გამოც იგი გარდაიცალა. გამოცემამ გუშინვე გამოაქვეყნა მოკლული რუსი მესაზღვრის ფოტოც.

მოგვიანებით, რუსი მესაზღვრეების აფხაზეთის სამმართველომ კატეგორიულად უარყო აღნიშნული ინფორმაცია და მას პროვოკაცია უწოდა.

16 ივნისს დილიდან კი მომხდარი მკვლელობის შესახებ ინფორმაცია ამოღებულია როგორც „სეგოდნია.რუ“-ს, ისე სააგენტო „ოსინფორმის“ ვებ-გვერდიდან, რომელმაც რუსული გამოცემის ინფორმაცია წინა დღეს საღამოსვე გაავრცელა.

„ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები