კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მუშები ქარხანაში დაბრუნდნენ

17 ივნისი, 2010
ქუთაისის მეტალურგიური ქარხნის მუშები სამუშაო ადგილებს დაუბრუნდნენ. მათ საპროტესტო აქცია 16 ივნისს, ქარხნის ხელმძღვანელობისგან მიღებული პირობის შემდეგ შეწყვიტეს.

„გვითხრეს, რომ თვის ბოლოს ხელფასებსაც ავიღებთ და სამუშაო პირობებიც გაგვიუმჯობესდება. ცუდი ისაა, რომ ამ საპროტესტო აქციას ჩვენი თანამშრომლების თავისუფლება შეეწირა. ისინი მეხუთე დღეა, უდანაშაულოდ არიან დაპატიმრებულები. სოლიდარობის ნიშნად, გვინდოდა, ჩვენც უარი გვეთქვა სამსახურში დაბრუნებაზე, მაგრამ მივხვდით, რომ არაფერი გამოვიდოდა. ისევ ჩვენ დავზარალდებოდით. დაპატიმრებულებს კი ვერაფრით დავეხმარებოდით. უბრალოდ, საშინელებაა, როცა კუთვნილ გასამრჯელოს ითხოვ და ამის გამო გიჭერენ“, - აცხადებენ მეტალურგიული საწარმოს მუშები.

საპროტესტო აქცია, რომელიც ქუთაისის ქართულ-ინდური მეტალურგიული საწარმოს მუშებმა გასულ კვირას გამართეს, 7 ადამიანის დაკავებით დასრულდა.  გაფიცულებმა საწარმოში შექმნილი არასაყოფაცხოვრებო პირობები და სახელფასო დავალიანებები გააპროტესტეს და საამქროებში შესვლაზე უარი თქვეს. 

შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

ახალი ამბები