კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სპეცოპერაციას მაღალჩინოსნების თანამდებობები შეეწირა

17 ივნისი, 2010
გახმაურებულ სპეცოპერაციას, რომელიც შსს-მ მიმდინარე თვის დასაწყისში ჩაატარა, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტისა და სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის დასავლეთ საქართველოს მაღალჩინოსნების თანამდებობები შეეწირა.

გავრცელებული ინფორმაციით, „სოდ“-ისა და „კუდ“-ის ადგილობრივი სამსახურების ხელმძღვანელების გათავისუფლება ნარკოკარტელის სქემის გაშიფრვას და წყალტუბოს რაიონში (სოფელი ტყაჩირი), ბოჭორიშვილების საცხოვრებელი სახლიდან 1 700 000 ევროს ამოღებას უკავშირდება.

სქემის მიხედვით, ცნობილი ავტორიტეტი ნუგზარ ბოჭორიშვილი ამერიკიდან ნარკოტიკს გზავნიდა, რომელიც ავტომობილების ნაწილებსა და ჯართში ინახებოდა და ამის შემდეგ ხდებოდა მისი რეალიზება. გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული სამსახურების რეგიონული სამმართველოების  ხელმძღვანელები ამის შესახებ ინფორმაციას სპეცოპერაციამდე ფლობდნენ.

შსს-ს სპეცოპერაციის შედეგად  სამართალდამცავებმა ნარკოკარტელის წევრები წყალტუბოს რაიონისა და ქუთაისის გარდა, თბილისშიც დააკავეს.

  შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

ახალი ამბები