კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ გლდანის #8 საპყრობილის ადმინისტრაციას პატიმრის ცემაში ადანაშაულებს

21 ივნისი, 2010
„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ სასჯელარსრულების გლდანის #8 საპყრობილის ადმინისტრაციას პატიმარ დანიელ დენისევიჩის ცემაში ადანაშაულებს.

როგორც ორგანიზაციის წარმომადგენელმა, დენისევიჩის ადვოკატმა, ეკა ქობესაშვილმა განუცხადა, ორი თვის წინ საპყრობილეში დენისევიჩი სასტიკად ნაცემი დახვდა, მას თვალები და სახის სხვადასხვა ნაწილები ჰქონდა ჩალურჯებული.

„პატიმარმა ჩემთან საუბარში თქვა, რომ ციხის თანამშრომლებმა სცემეს. განმარტა, რომ გახდილი იყო, ციხის თანამშრომლებმა უხეშად უთხრეს, თუ რატომ ჰქონდა ტატუ, რაზეც დენისევიჩმა უპასუხა, ასე რატომ ელაპარაკებოდნენ. პატიმრის განმარტებით, სწორედ ამის გამო სცემეს. დენისევიჩი ამბობს, რომ გლდანის ციხეში პატიმრებს ხშირად სცემენ“, -განაცხადა ქობესაშვილმა და აღნიშნა, რომ მეორე დღესვე მიმართეს სახალხო დამცველს, რის შემდეგაც ციხეში ომბუდსმენის წარმომადგენლები შევიდნენ.

„მათ ახსნა-განმარტება ჩამოართვეს პატიმარს, სადაც პატიმარმა უარყო ცემის ფაქტი და აღნიშნა, რომ დაზიანებები საწოლიდან გადმოვარდნის შედეგად მიიღო. თვითონ სახალხო დამცველის დასკვნაშიც აღნიშნულია, რომ საწოლიდან ჩამოვარდნის შედეგად ვერ განუვითარდებოდა თვალების ჩალურჯება“, - განაცხადა ადვოკატმა.

27 წლის დანიელ დენისევიჩი საქართველოს მოქალაქეა. იგი 2009 წელს დააკავეს. სასამართლომ 8 წელი და 6 თვე პატიმრობა მიუსაჯა ნარკოტიკების მოხმარება-შენახვის ბრალდებით, სს 260-ე მუხლის II ნაწილით. თბილისის სააპელაციო სასამართლომ თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი ძალაში დატოვა.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები