კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მერაბ ქათამაძე პროკურატურაში გამოიძახეს და საბრალდებო დასკვნა გადასცეს

22 ივნისი, 2010
რესპუბლიკური პარტიის წევრი მერაბ ქათამაძე 22 ივნისს პროკურატურაში გამოიძახეს და საბრალდებო დასკვნა გადასცეს. არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ პოლიტპატიმართა სიაში შეყვანილი განსასჯელი სასამართლო პროცესის დანიშვნას ელოდება. ამ ეტაპზე კი წინასწარი პატიმრობიდან გირაოს წესით არის გათავისუფლებული.

მერაბ ქათამაძე 2008 წლის 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებში ახმეტის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყო და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს, პეტრე ცისკარიშვილს უწევდა კონკურენციას. იგი 27 ივნისს თბილისში გრიბოედოვის  ქუჩაზე, რესპუბლიკური პარტიის ოფისთან, მოულოდნელად დააკავეს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენისა და ტარების ბრალდებით.

მერაბ ქათამაძე წაყენებულ ბრალდებას არ აღიარებს. მისი თქმით, იგი პოლიტიკური აქტიურობის გამო დააკავეს. ხოლო იარაღი პოლიციამ „ჩაუდო“. მას არც სამართლიანი სასამართლოს იმედი აქვს: „აქედანვე ნათელია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს  მოსამართლე. იგი პოლიციელებს არ გაამტყუნებს და დამნაშავედ მცნობს“.
 
სასამართლო პროცესი ჯერჯერობით დანიშნული არ არის. წინასწარ ძნელია ვარაუდიც, თუ რას მიუსჯის მოსამართლე რესპუბლიკური პარტიის წევრს.  სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით წაყენებული ბრალდება სასჯელად ჯარიმასაც ითვალისწინებს და რვაწლიან პატიმრობასაც.

ნინო თოფურიძე

ახალი ამბები