კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ხელისუფლება საქართველოს მოქალაქეებს სამართლის პოვნას სტრასბურგშიც უკრძალავს

23 ივნისი, 2010
საქართველოს მოქალაქეებს სამართლის პოვნა სტრასბურგშიც რომ არ გაუჭირდეთ, ქრისტიან–დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი ნიკა ლალიაშვილი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის გაუქმებას ითხოვს. 34–ე მუხლი, რომელიც აპელაციასა და კასაციას ეხება, ლალიაშვილის განმარტებით, ადამიანს სამართალის პოვნის უფლებას ართმევს. ქრისტიან–დემოკრატების ლიდერი აპირებს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 34–ე მუხლის გაუქმების მოთხოვნით მიმართოს.

„ეს მუხლი ქვეყნის კონსტიტუციასაც ეწინააღმდეგება და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სრულ იგნორირებასაც ახდენს, რადგან მას შიდასახელმწიფოებრივ ნორმატიულ აქტებთან მიმართებაში უპირატეს იურიდიულ ძალას არ ანიჭებს. ეს იმას ნიშნავს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლო ადმინისტრაციულ საქმესთან დაკავშირებით საქართველოს სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას უკანონოდ მიიჩნევს, ეს მოქალაქის დარღვეული უფლებები აღდგენისთვის საკმარის გარემოებად არ ჩაითვლება“, – ამბობს ლალიაშვილი.

ლალიაშვილის მოთხოვნას სრულად იზიარებს არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის“ ხელმძღვანელი ლია მუხაშავრია.

„ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34–ე მუხლი ანტიკონსტიტუციურად მას შემდეგ იქცა, რაც საპროცესო კოდექსში შევიდა ცვლილება, რომლის შემდეგ ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილება ახლად აღმოჩენილ გარემოებად ჩაითვალა. ანუ ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების შემდეგ უნდა გადაისინჯოს ამ საქმეზე მიღებული საქართველოს სასამართლოს გადაწყვეტილება და საბოლოო გადაწყვეტილება ისევ იმ ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამოიტანოს, რომლის გადაწყვეტილებაც სტრასბურგმა უკანონოდ სცნო. გამოდის, სტრასბურგში მოგებული სარჩელი არ აღსრულდება. ეს ხელისუფლების მიერ განხორციელებული საშიში პოლიტიკის გამოვლინებაა“, – აცხადებს ლია მუხაშავრია.

მადლენ მაჭარაშვილი, „ახალი 7 დღე“

ახალი ამბები