კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დედაქალაქის მერიამ 9 თვეში სარეზერვო ფონდიდან 5 229 237. 67 ათასი ლარი გახარჯა

23 ივნისი, 2010
დედაქალაქის მერიამ გასული წლის 9 თვეში სარეზერვო ფონდიდან 5 229 237. 67 ათასი ლარი გახარჯა. სარეზერვო ფონდის მონაცემები დედაქალაქის მერიის საიტზეა გამოქვეყნებული. თუმცა, მთავრობის სარეზერვო ფონდის მსგავსად, ინფორმაციაში მითითებულია მოქალაქის სახელი და გვარი, განკარგულების ნომერი და გამოყოფილი თანხა, თანხის ხარჯვის მიზნობრიობაზე კი ინფორმაცია არ არსებობს.

გამოქვეყნებული ინფორმაცია გასული წლის 1 იანვრიდან 29 სექტემბრამდე პერიოდს მოიცავს. ამ პერიოდში ყველაზე მეტი თანხა – 100 000 ლარი გამოეყო კალათბურთის ფედერაციას „ა“ დივიზიონში გადასვლასთან დაკავშირებით. 49 208, 9 ლარი გამოეყო „თბილისის პორტალს“ 7 აგვისტოსადმი მიძღვნილი ღონისძიებებისთვის, ასევე, სოლიდური თანხა აქვს გამოყოფილი მოქალაქე ნინო გომართელს – 24 633 ლარი, 30 000 – საპატრიარქოს დასავლეთ ევროპის ეპარქიას. ამას გარდა, 45 000 ლარი დაჯდა მანანა არჩვაძის საცხოვრებელი სახლის ეზოში არსებული ავარიული კედლის დემონტაჟი. 13 000 ლარი გამოეყო მოქალაქე რევაზ ცერტკოევას, ხოლო ვასილ ჩალაძეს – 10 965 ლარი, 10-10 ათასი ლარით დაეხმარა მერია მოქალაქეებს იოსებ კავღუაშვილს, ნინო კეკელიას, გენადი პირველს და ვლადიმერ კვიჭიძეს. 11 375 ლარი დაჯდა გასულ წელს როკ აქცია We remember – Rock For Peace. დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობამ კი სახურავების შესაკეთებლად, გამხმარი ხეების გადასაბელად და წყალკანალიზაციის ქსელის შესაკეთებლად სარეზერვო ფინდიდან, 200 000 ლარი გახარჯა. აიპ „თბილისურ საღამოებს“ კი ქართული ჭიდაობის გუნდური შეჯიბრებებისათვის სახალხო ზეიმის მოსაწყობად 18 000 ლარი გამოეყო.

ამასთან, სარეზერვო ფინდიდან 14 400 ლარით დაფინანსდა სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური ფესტივალ „მუსიკაში აჟღერებული ლექსის“ ჩასატარებლად, 50 000 ლარი გამოეყო მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურს „შემოდგომის თბილისის“ ჩასატარებლად. ყველაზე მეტი თანხა ინდივიდუალურად მოქალაქე ეთერ გაბადაძეს გამოეყო, რომელსაც მერია ფინანსურად 92 856 ლარით დაეხმარა, 37 385,7 ლარით კი მერია მოქალაქე სოფიო ფურცელაძეს დაეხმარა.

დედაქალაქის მერიის სარეზერვო ფონდიდან 200 000 ლარით დაფინანსდა გაზეთ „პრაიმ-თაიმის“ მიერ უსინათლოთათვის ბრაილის შრიფტით 150 ცალი გაზეთის დაბეჭდვა. საქველმოქმედო ფონდი „წამი“ 20 000 ლარით დაფინანსდა, „არტ გენი“ - 49 310 ლარით, ძიუდოს ფედერაცია – 195 960 ლარით, შპს „თბილისის პორტალი“ – 20 000 ლარით, თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახური თბილისის პარკების კულტურული რეაბილიტაციის პროგრამის განსახორციელებლად დამატებით 100 000 ლარით დაფინანსდა.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები