კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ლაითურში ვერტმფრენი ჩამოვარდა

23 ივნისი, 2010
22 ივნისს ოზურგეთის რაიონის სოფელ მერიაში დაბა ლაითურის საზღვარზე ვერტმფრენი ჩამოვარდა. ავიაკატასტროფის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
როგორც „ადამიანის უფლებათა ცენტრს“ აცნობეს, ვერტმფრენიდან ე.წ. ამერიკული პეპლის საწინააღმდეგო შეწამვლა ხდებოდა.

ვერტმფრენში, რომელიც მდინარე ნატანების მიმდებარე ტერიტორიაზე, ხეებში ჩავარდა, მხოლოდ პილოტი სოსო არჯევანიშვილი იმყოფებოდა. იგი გადარჩა და ამჟამად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

როგორც  ოზურგეთის სასწრაფო სამედიცინო სამსახურის მთავარი ექიმი ნანა გოლიაძე აცხადებს, აღნიშნულ სამსახურში შეტყობინება 14 საათსა და 02 წუთზე შევიდა. მისივე თქმით, სასწრაფოს ბრიგადასთან ერთად, ხანძარსაწინააღმდეგო და სამაშველო სამსახურები შემთხვევის ადგილზე შეტყობინების მიღებისთანავე გავიდნენ.

გოლიაძის ინფორმაციით, ვეტმფრენი ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის.
როგორც ოზურგეთის ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის უფროსმა ვარდენ რუსიეშვილმა გვითხრა, იყო ვერტმფრენის აფეთქების საშიშროება, რაც ასევე საფრთხეს უქმნიდა იქვე მდებარე დასახლებულ პუნქტს.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის გია ტაკიძის ინფორმაციით, აღნიშნული ვერტმფრენი „ავიაკომპანია ავია-სერვისს“ ეკუთვნის, თუმცა ხსენებული კომპანიის წარმომადგენლობას, რომელიც შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა, კომენტარი არ გაუკეთებია.

ჟურნალისტებთან კომენტარს არ აკეთებს თვით პილოტიც. დაწყებულია გამოძიება.

შორენა ღლონტი, გურია

ახალი ამბები