კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირები განათლების მინისტრს ზეწოლაში ადანაშაულებს

24 ივნისი, 2010
23 ივნისს  საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალმა პროფკავშირებმა პრესკონფერენციაზე თავის საქმიანობაში ჩარევის, ხელის შეშლისა და დისკრედიტაციის ფაქტებზე ისაუბრა. პროფკავშირების თავმჯდომარის, მანანა ღურჭუმელიძის განცხადებით, განათლების მინისტრის მიერ 8 ივნისს დირექტორთა შეკრებაზე გავრცელებული სიტყვიერი განცხადების შემდეგ, მათ ანგარიშებზე საწევრო ანარიცხები აღარ ირიცხება. პროფკავშირის შემოსავლის 85% კი, საწევრო ანარიცხებით ფორმირდებოდა. შემოსავლის არქონის გამო, პედაგოგთა პროფკავშირებში 350 ადამიანის ხელფასი ნაწილობრივ შემცირდება ან ამ 350 ადამიანიდან ნაწილი უფასო შვებულებაში აღმოჩნდება. ორგანიზაციას, ფინანსური მდგრადობის შესანარჩუნებლად, საერთაშორისო ორგანიზაციები და სხვადასხვა ქვეყნების პედაგოგთა ფედერაციები უცხადებენ მხარდაჭერას.

პროფკავშირების იურისტმა, მაია ლიპარტელიანიმა, ორგანიზაციის წევრების ზეწოლის ფაქტებზე ისაუბრა. მისი თქმით, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა წერილით მიმართა საგანმანათლებლო რესურს-ცენტრების ხელმძღვანელებს, ასევე - საჯარო სკოლის დირექტორებს და სამინისტროს პრეს-ცენტრის ნებართვის გარეშე ორგანიზაციებთან და ჟურნალისტებთან ურთიერთობა აუკრძალა. მისივე თქმით, პედაგოგებს პროფკავშირთან შეხვედრებს უკრძალავენ. 

„მინისტრი დაემუქრა სკოლის დირექტორებს, რომ თუკი ისინი გადარიცხავენ საწევროებს სპმთპ-ის ანგარიშზე, ისინი პასუხს აგებენ სისხლის სამართლებრივი წესით. მან ასევე აღნიშნა, რომ არ დაუშვებს ნაღდი ფულის მიმოქცევას სკოლაში (მან აღნიშნა, რომ იგი არ მისცემს უფლებას სპმთპ-ის წარმომადგენლებს ააგროვონ საწევრო სკოლაში საკუთარი წევრი მასწავლებლებისაგან). იგი დაემუქრა სკოლის დირექტორებს, რომ თუკი ისინი ამას განახორციელებენ, დირექტორები პასუხს აგებენ სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი წესით და მკაცრად დაისჯებიან“, - აღნიშნულია შეხვედრაზე გავრცელებულ განცხადებაში.

პრესკონფერენცია მრგვალი მაგიდის რეჟიმში წარიმართა. შეხვედრას „ადამიანის უფლებათა ცენტრისა“ და სხვა უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლები და ჟურნალისტები ესწრებოდნენ. 

ნინო გელაშვილი

ახალი ამბები