კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ფოთში დევნილები საპროტესტო აქციით იმუქრებიან

24 ივნისი, 2010
ფოთში, ვაჩნაძის ქუჩაზე, ყოფილი საბავშვო ბაღის შენობაში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილები სარემონტო სამუშაოებით უკმაყოფილო არიან.

ბაღის შენობას, სადაც 14 დევნილი ოჯახი ცხოვრობს, რემონტი რამდენიმე თვის წინ ჩაუტარეს. რემონტით უკმაყოფილო დევნილები ამბობენ, რომ მათი უფლებები დაირღვა. სარემონტო სამუშაოები თბილისში რეგისტრირებულმა სამშენებლო ფირმა „დაგმა“ შეასრულა. დევნილები ხარვეზების გამოსწორებას ითხოვენ: „სახურავიდან წვიმა ჩამოდის. ერთი ოთახი მაქვს და ავეჯი ერთი კუთხიდან მეორე კუთხეში გადამაქვს, რომ არ დასველდეს. უკვე ყველაფერი დაინესტა. წვიმის დროს ჩემს სახლში არ შემოისვლება. რამდენიმე თვეა, დასრულდა სარემონტო სამუშაოები და ახლა უარესი მდგომარეობა გვაქვს, ვიდრე რემონტამდე იყო“, – ამბობს ერთ-ერთი დევნილი.

კომპაქტურად ჩასახლებული დევნილთა კოორდინატორი რომეო ჩაჩხიანი დევნილთა პრეტენზიებს საფუძვლიანს უწოდებს და საკითხზე რეაგირებასაც ჰპირდება: „მარტო ამ სახლის დევნილებს არა აქვთ პრეტენზიები. სხვაგანაც იგივე ხდება. ჩვენ ყველა დეფექტს შევასწორებინებთ“.

აფხაზეთიდან დევნილი 14 ოჯახი პრობლემის უმოკლეს ვადაში მოგვარებას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში საპროტესტო აქციით იმუქრება.

ინგა გვასალია, სამეგრელო

ახალი ამბები