კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

შიზოფრენიით დაავადებული მსჯავრდებული სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს

25 ივნისი, 2010
„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურიდიული დახმარებით, შიზოფრენიით დაავადებული მსჯავრდებული, უკრაინის მოქალაქე ალექსანდრე ჩ. შესაბამის სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

პატიმრის გადაყვანა საქართველოს ხელისუფლებას ევროსასამართლომ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მიმართვის შემდეგ 24 ივნისამდე მოსთხოვა.

როგორც 25 ივნისს „ადამიანის უფლებათა ცენტრში“ გამართულ პრესკონფერენციაზე აღინიშნა, წინა დღეს ალექსანდრე ჩ. რუსთავის საერთო რეჟიმის დაწესებულებიდან, სადაც ფსიქიკური დაავადების მიუხედავად, წელიწადი და რვა თვე იმყოფებოდა, გლდანის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

„ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ ფსიქიატრიული პრობლემების მქონე პატიმარს დახმარება აღმოუჩინა პროექტის „იურიდიული დახმარება ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანებისათვის საქართველოში“ ფარგლებში.

როგორც პროექტის კოორდინატორმა ოლგა კალინამ ორგანიზაციის ოფისში გამართულ ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა, ალექსანდრე ჩ. ევროპის კომისიის და ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნის მიუხედავად, რომელიც მის ფსიქიკურ დავადებას ადასტურებდა და შესაბამის მკურნალობაზე უთითებდა, ციხეში წელიწადი და 8 თვე იმყოფებოდა. მისი გადაყვანა სამკურნალო დაწესებულებაში მხოლოდ ევროსასამართლოს ჩარევის შემდეგ მოხდა.

ალექსანდრე ჩ. ერთ-ერთია, რომელსაც პროექტის ფარგლებში იურიდიული დახმარება აღმოუჩინეს. იგი უკრაინის მოქალაქეა და მსჯავრი დედის მკვლელობაში დაედო. მას 10-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები