კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გურიაში დიდი რაოდენობით ვერცხლისწყალი ამოიღეს

29 ივნისი, 2010

26 ივნისს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ცენტრში, ამავე მუნიციპალიტეტის პოლიციის თანამშრომელი დააკავეს. დაკავების მიზეზად არაოფიციალურად ქრთამის აღება სახელდება.

თვითმხილველთა თქმით, დაკავებულს ჯიბიდან ფულის კუპიურები ამოუღეს. სავარაუდოდ, ფული დანომრილი იყო. თვითმხილველები ამბობენ, რომ დაკავებამდე პოლიციელი ავტობუსიდან ჩამოვიდა.

მათივე თქმით, გენერალური ინსპექციის თანამშრომლებიდან მხოლოდ რამდენიმეს ეცვა სპეცფორმა. მათ ადგილობრივ პოლიციას იარაღი მიუშვირეს და უთხრეს, რომ ტერიტორიას გაცლოდნენ.

წინა დღეს, ამავე მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოშვილში დიდი ოდენობით ვერცხლისწყალი ამოიღეს. შესაძლოა, ამ ორ ფაქტს ერთმანეთთან კავშირი ჰქონდეს, რადგან დაკავებული პოლიციელი ამავე სოფლიდანაა. 

არაოფიციალურად გავრცელებული ინფორმაციით, გურიაში ვერცხლისწყლის შეგროვებას თურქები აწარმოებდნენ. მომხდარზე კომენტარს არ აკეთებენ შსს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს პრესსამსახურში.

შორენა ღლონტი, გურია

ახალი ამბები