კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ძალოვანები გამგებლებად

29 ივნისი, 2010
გასულ კვირას იმერეთში ახალი გამგებლების დანიშვნის პროცესი დაიწყო, რომელიც რამდენიმე მუნიციპალიტეტში თავად მხარის გუბერნატორმა წარადგინა. სამტრედიაში პირველი პირის სტატუსი კობა კანდელაკმა მოირგო, რომელიც არჩევნების დროს აქტიურობით გამოირჩეოდა.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებლად დავით ტაბუშაძე დაინიშნა, რომელიც არჩვენების წინა პერიოდში მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი იყო, მანამდე კი ფინანსურ პოლიციაში მუშაობდა. საარჩევნო „გამოცდის“ წარმატებით ჩაბარებას მისი დაწინაურებაც მოყვა.  

წყალტუბოს მუნიციპალიტეტს ოთარ ჩიტაიშვილი უხელმძღვანელებს. მას  ძალოვან სტრუქტურებში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. იგი 1981 წლიდან საქართველოს სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში მუშაობდა. ოპერთანამშრომლის პოციზიიდან წყალტუბოს უშიშროების რაიონული განყოფილების უფროსის თანამდებობამდე მიაღწია. აქ კი იგი უშიშროების სამსახურის ვიცე-პოლკოვნიკიც გახდა.

მის წარდგენას წყალტუბოს მუნიციპალიტეტში გუბერნატორის პირველი მოადგილე გიგა შუშანიაც ესწრებოდა. ლაშა მაქაცარიაც და გიგა შუშანიაც ის კადრებია, რომლებიც თანამდებობაზე ძალოვანი სტრუქტურებიდან მოვიდნენ. მაქაცარიამ სამივე ახლადდანიშნულ გამგებლებს მუშაობის იმ ტემპში გაგრძელება დაავალა, როგორადაც არჩევნებამდე მუშაობდნენ.

გამგებლები არ შეცვლილა საჩხერის და ჭიათურის მუნიციპალიტეტებში. საჩხერეს კვლავ ზურაბ ცერცვაძე უხელმძღვანელებს, ხოლო ჭიათურას - გოგი ჩიკვილაძე.

                              მარიკა ვაჭარაძე

ახალი ამბები