კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ია ანთაძე Freedom House-ის დასკვნით გაოცებულია

1 ივლისი, 2010
ჟურნალისტი ია ანთაძე საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-ის დასკვნით გაოცებულია. როგორც ანთაძემ განაცხადა, მისთვის გაუგებარია, რა მეთოდოლოგიით ჩატარდა კვლევა, რომლის მიხედვითაც Freedom House-მა დაადგინა, რომ საქართველოში მედიის თავისუფლების ხარისხი გაიზარდა.

„დაწვრილებით არ ვიცი სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში მედიის კუთხით რა მდგომარეობაა, მაგრამ შემიძლია დავადასტურო, რომ საქართველოში დღეს მედიის თავისუფლების ხარისხი უფრო მაღალი არ არის, ვიდრე 2000 წელს იყო. დასკვნის ამ ნაწილით გაოცებული ვარ“, - განაცხადა ანთაძემ.

მისივე თქმით, 2000 წელს არსებობდა ტელევიზია, რომელიც ალტერნატიულ ინფორმაციას მთელი საქართველოს მასშტაბით ავრცელებდა, დღეს კი ასეთი ტელევიზია არ არსებობს.

„თუ საუბარია იმაზე, რომ დღეს ინტერნეტსივრცე უფრო განვითარებულია, ვიდრე 2000 წელს იყო, ამაში ნებისმიერს დავეთანხმები, თუმცა ინტერნეტზე ხელმისაწვდომობა საქართველოს მოსახლეობის ძალიან მცირე ნაწილს აქვს“, - აღნიშნა ანთაძემ.

Freedom House"-ის მიერ გამოქვეყნებული დასკვნის მიხედვით, 2000 წლის მაჩვენებელთან შედარებით მედიის თავისუფლების ხარისხი საქართველოში გაზრდილია. ასევე ანგარიშში ნათქვამია, რომ ქართული მედიასივრცე სამხრეთ კავკასიაში ყველაზე მეტად განვითარებულია.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები