კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„აზოტში“ გენო მალაზონიას ნატრობენ

2 ივლისი, 2010

სააქციო საზოგადოება „ენერჯი ინვესტის“ გენერალური დირექტორის, გენო მალაზონიას დაპატიმრების შემდეგ კომპანიის დაქვემდებარებულ საწარმო „აზოტში“ მუშების პირობების გაუმჯობესებაზე დაიწყო საუბარი.

„გვითხრეს, მალაზონია თქვენთვის განკუთვნილი ფულს ჭამდაო. ორ სახელფასო უწყისს გიწერდათო - ერთში 300 ლარამდე გეწერათ ხელფასი, მეორეში კი 700-მდეო. ისიც გვითხრეს, რომ მისი დაკავების შემდეგ საქმე გამოსწორებისკენ წავიდოდა და მალე გაზრდილ ხელფასებს მივიღებდით. გაზრდილი ხელფასები ჯერ არავის გვინახავს. ამავე დროს, რისი უფლებაც წინათ გვქონდა, ახლა აღარ გვაქვს. აგვიკრძალეს ადმინისტრაციულ შენობაში შესვლა. მაგალითად, ბუღალტერთან რომ გინდოდეს მისვლა და გარკვევა, ხეფასი რამდენიმე დღის გაქვითვით რატომ დაგვენიშნა, ვერ შევალთ“, – ამბობს „აზოტის“ თანამშრომელი.
 
„ენერჯი ინვესტის“ გენერალური დირექტორის  დაკავების შემდეგ „აზოტელებს“ დაურიგეს გენო მალაზონიას სახელფასო უწყისი, სადაც მისი ყოველთვიური ხეფასი ექვსნიშნა რიცხვით იყო გამოსახული. იმედის მიუხედავად, მალაზონიას „მხილების“ შემდეგ საწარმოში უკეთესობისკენ ცვლილებები არ შეინიშნება. 

მანონ ბოკუჩავა, ქვემო ქართლი

ახალი ამბები