კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კახა კაციტაძე: „Occupied იმას კი არ ნიშნავს, რომ ტუალეტი ოკუპირებულია, არამედ იმას, რომ საპირფარეშო დაკავებულია“

5 ივლისი, 2010
„სიტყვა „ოკუპაციასთან“ დაკავშირებული ინტერპრეტაციები და საერთო-სახალხო ზეიმის გამოცხადება კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ჩვენი ხელისუფლების ცრუპენტელობას საზღვარი აღარ აქვს“, - აცხადებს ექსპერტი კახა კაციტაძე გაზეთ „კვირის პალიტრისთვის“ მიცემულ ინტერვიუში, - „მედვედევის ვიზიტს მოჰყვა დიდი რვიანის შეხვედრა, სადაც სარკოზიმ, მედვედევმა და ობამამ მიიღეს ერთობლივი განცხადება მთიანი ყარაბაღის შესახებ. დეტალებზე აღარ შევჩერდები - ლაპარაკია, რომ მთიან ყარაბაღთან დაკავშირებული საკითხები აზერბაიჯანმა და სომხეთმა ერთობლივი მოლაპარაკების გზით და მშვიდობიანად უნდა გადაწყვიტონ. საყურადღებო ის არის, რომ მთიანი ყარაბაღიც „ოკუპირებულ“ ტერიტორიად არის მოხსენიებული. ოღონდ აზერბაიჯანს, ჩვენგან განსხვავებით, ზეიმი არ გამოუცხადებია, მიუხედავად იმისა, რომ ამ დოკუმენტს მედვედევიც აწერს ხელს, ობამაც და სარკოზიც. შესაძლებელია, იმიტომაც, რომ აზერბაიჯანში ინგლისური უკეთ ესმით, ან უკეთ „იგებენ“, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კახა კაციტაძე.

„სიტყვა - Occupied ინგლისურში ნიშნავს „დაკავებულს“. მაგალითად, თუ დაკვირვებიხართ, უცხოეთში თვითმფრინავისა და მატარებლის ტუალეტებს აწერია ხოლმე - Occupied. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ტუალეტი ოკუპირებულია და უნდა შევვარდეთ და ბოროტი ძალებისგან გავათავისუფლოთ, არამედ იმას, რომ საპირფარეშო დაკავებულია. სხვათა შორის, როგორც ჩანს, ეს საბჭოთა პერიოდიდან შემორჩენილი ტერმინოლოგიაა. სომხეთს ერთხანს ამერიკელი თავდაცვის მინისტრი ჰყავდა, ანუ იქ დაბადებულ-გაზრდილი სომეხი. სომხეთის პარლამენტში გამოსვლისას ახალდანიშნულმა ამერიკელმა სომეხმა თავდაცვის მინისტრმა სხვასთან ერთად ისიც თქვა, მთიანი ყარაბაღის ოკუპირება მოვახდინეთო, რასაც სომხეთის პარლამენტში და არა მხოლოდ იქ, დიდი აურზაური მოჰყვა. თუმცა, საბოლოოდ, სიტყვის ინგლისური მნიშვნელობა იქაც გაირკვა და ამერიკელი მინისტრიც აღარ შერაცხეს მოღალატედ“, - განმარტავს გამოცემის რესპონდენტი.

„ჩვენ კი ხელისუფლება ერთი უმტკივნეულო სიტყვის გამო უსინდისოდ გვატყუებს - ჩვენი აქტიური მცდელობის შედეგად რუსეთი ამერიკამ ოკუპანტად გამოაცხადაო. ასეთი რამ არ მომხდარა. თუმცა, ის კი თქვეს, რომ რუსეთმა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ტერიტორიები დაიკავა. ეს მანამდეც ვიცოდით. საერთოდაც, ამ ყველაფერმა ისეთი კომიკური სახე მიიღო, რომ მალე პლაკატს დაბეჭდავენ და გაავრცელებენ, თითმოშვერილს, მეორე მსოფლიო ომის დროს რომ იყო - „შენ თქვი, რომ რუსეთი ოკუპანტია?“ - დასძენს კახა კაციტაძე.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები