კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჰილარი კლინტონი: „აშშ საქართველოს ოკუპაციამ შოკში ჩააგდო“

5 ივლისი, 2010
ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ოკუპაციამ შოკში ჩააგდო. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში ლიდერ ქალებთან შეხვედრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ოკუპაციას ვერ შეეგუება. „ჩვენ შოკში ჩავვარდით, როდესაც საქართველოს ოკუპაცია და დაპყრობა მოხდა. ამას ვერასდროს შევეგუებით, მაგრამ უნდა ვთქვათ, რომ ეს არ არის იოლად მოსაგვარებელი პრობლემა. ჩვენ მხარს ვუჭერთ ჟენევის ფორმატის მოლაპარაკებებს და რუსეთს ჩვენს სათქმელს საქართველოს შესახებ ღიად ვეუბნებით“, - აღნიშნა კლინტონმა.

მისივე განცხადებით, აშშ ცდილობს, საქართველოს მომავალი საფრთხეები აარიდოს.

ჰილარი კლინტონი მიიჩნევს, რომ საქართველო გაერთიანებას დემოკრატიის გაძლიერებითა და ეკონომიკის აყვავებით შეძლებს. მისი თქმით, რაც უფრო დემოკრატიული და ეკონომიკურად ძლიერი იქნება საქართველო, მით უფრო მეტი შანსი ექნება გაერთიანების.

„თქვენ უნდა იმუშაოთ ბევრი დემოკრატიის განმტკიცებისა და ქვეყანაში ეკონომიკის გაძლიერებისთვს. მაშინ დიდი იქნება სხვაობა აფხაზეთს, სამხერთ ოსეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის. ეს კი მათში აღძრავს სურვილს, ერთიან საქართველოში იცხოვრონ“, - განაცხადა კლინტონმა.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები