კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აფთიაქის მეპატრონეს საკუთრებას სასამართლოს გადაწყვეტილებამდე უყიდიან

5 ივლისი, 2010
აფთიაქ „შპს ფრმაკონ 11“–ის მეპატრონე ნოდარ ბეგიაშვილი ერთი კვირის წინ სააღსრულებო ბიუროში დაიბარეს და შეტყობინეს, რომ თუკი უახლოესი ერთი კვირის მანძილზე იგი არ დაფარავდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაკისრებულ, 342480,6 ლარის ჯარიმას, მისი ქონება აუქციონის წესით გაიყიდებოდა. ბეგიაშვილის თქმით, მის ქონებას ამ დღეებში აღწერენ და 15 დღის ვადაში აუქციონზე გაიტანენ. აუქციონი შესაძლოა, სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე ჩატარდეს.

შპს „ფარმაკონ 11“-ის მეპატრონეს  შემოსავლების სამსახურთან პრობლემა მას შემდეგ შეექმნა, რაც აფთიაქის აქციონერებმა  შპს-დან საკუთარი წილები გაიტანეს. ხოლო საგადასახადო ინსპექციამ წილების გატანა საქონლის ხელახალ მიწოდებად მიიჩნია, ანუ - ხელახალ გაყიდვად და აფთიაქის მეპატრონედ დარჩენილ ნოდარ ბეგიაშვილს, სახელმწიფო დაბეგვრის მიზნით, ბიუჯეტის სასარგებლოდ, 342480,6 ლარის გადახდა დააკისრა.

ნოდარ ბეგიაშვილმა ეს გადაწყვეტილება ჯერ შემოსავლების სამსახურში ხოლო შემდგომ ფინანსთა სამინისტროში გაასაჩივრა.  შემდგომ კი საქალაქო სასამართლოს მიმართა. ამ ინსტანციაში მან პროცესი მოიგო, თუმცა,  პროკურატურის მოთხოვნით, საქმე სააპელაციო სასამრთლოს გადაეგზავნა, სადაც ბეგიაშვილმა პროცესი წააგო. ამჟამად, დავას უზენაესი სასამართლო განიხილავს. პროცესი 24 ივნისს უნდა დაწყებულიყო, მაგრამ სასამართლომ ერთი თვით - 22 ივლისისთვის გადადო.

„სავარაუდოდ, 22 ივლისს უზენაესი სასამართლო აუქციონის დასრულებამდე არ გამოიტანს განაჩენს. შესაბამისად, სასამართლომ რომც გამამართლოს, უკვე დაგიანებული იქნება ყველაფერი. მიუხედავად ამისა, საქმეს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში მაინც წავიღებ“, - აცხადებს ნოდარ ბეგიაშვილი. 

მეპატრონემ სასამართლოს არაერთხელ თხოვა, დაევალდებულებინა სააღმსრულებო ბიურო, გადაედო აუქციონი, მაგრამ - უშედეგოდ. პრობლემა ის არის, რომ კანონმდებლობა საშემოსავლო სამსახურს უფლებას აძლევს, მეპატრონის ქონება სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე გაყიდოს. კერძოდ, საგადახადო კოდექსის 145-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანიდან, სახელმწიფოს უფლება აქვს გაყიდოს დაყადაღებული ქონება, მიუხედავად იმისა, შესულია თუ არა სასამართლო გადაწყვეტილება ძალაში.

ნინო თოფურიძე

ახალი ამბები