პუტინი: „ვიღაც მიიჩნევს, რომ სამხრეთ ოსეთი ოკუპირებულია, ვიღაცის აზრით კი - გათავისუფლებული“
6 ივლისი, 2010
ვლადიმერ პუტინი საქართველოს ხელისუფლებას ცხინვალთან დიალოგისკენ მოუწოდებს. სააგენტო „იტარ-ტასის“ ცნობით, ამის შესახებ პუტინმა „პაკლონნაია გარაზე“, დიდი სამამულო ომის მუზეუმში სტუმრობისას განაცხადა.
„ვიღაც მიიჩნევს, რომ სამხრეთ ოსეთი ოკუპირებულია, ვიღაცის აზრით კი - გათავისუფლებული“, - განაცხადა პუტინმა ჰილარი კლინტონის თბილისური გამოსვლის კომენტირებისას.
მისივე თქმით, ურთიერთობების აღდგენა ქართველ და ოს ერებს შორის დიალოგის საგანია. „საჭიროა დიალოგის წარმოება, მესამე ქვეყნის ჩარევის გარეშე. ჩვენ ეს ომი არ დაგვიწყია და პასუხისმგებლობა მას ეკისრება, ვინც დაიწყო. მათ მამაცობა უნდა გამოიჩინონ და გამოძებნონ გზა იმ ადამიანთა გულებისკენ, რომლებიც თავად დაჭრეს“, - აღნიშნა რუსეთის პრემიერმა.
მისივე თქმით, ამ პროცესში რუსეთი, ისევე როგორც დანარჩენი საერთაშორისო საზოგადოება, მხოლოდ გარანტის როლით შემოიფარგლება.
როგორც „იტარ-ტასი“ წერს, თბილისში ვიზიტის ფარგლებში აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ ამერიკა მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და რუსული ოკუპაციის შეწყვეტის მოლოდინშია.
ამასთან, „პაკლონნაია გარაზე“, სადაც პუტინმა ზემოაღნიშნული კომენტარი გააკეთა, ზურაბ ნოღაიდელი და მიხეილ ხუბუტიაც იმყოფებოდნენ.
ინტერპრესნიუსი
ახალი ამბები
პოპულარული
სტატია
13 თებერვალი, 2024
სტატია
28 დეკემბერი, 2023
სტატია
13 დეკემბერი, 2023
სტატია
13 დეკემბერი, 2023