კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პოლიციამ შპს „ელიზის“ დირექტორი, მისი ნათესავები და ფსიქიატრიული საავადმყოფოს ექსპერტები დააკავა

6 ივლისი, 2010
ასათიანის სახელობის ფსიქიატრიული საავადმყოფოს ოთხი ექსპერტი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს. მათ შორის ერთ-ერთია ფსიქიატრი გოგი ნანეიშვილი. აღნიშნული ინფორმაცია ადვოკატმა მამუკა ნოზაძემ დაადასტურა.

ფსიქიატრები ეჭვმიტანილები არიანი ყალბი დასკვნის გაცემის სანაცვლოდ ქრთამის აღებაში. მათ ყალბი დასკვნა გასცეს შპს „ელიზის“ დირექტორის, თამაზ ელიზბარაშვილის შვილის, მკვლელობაში მსჯავრდებულ გურამ ელიზბარაშვილის საქმესთან დაკავშირებით. მათ დასკვნაში მიუთითეს, რომ გურამ ელიზბარაშვილი შეურაცხადი იყო.

ქრთამის მიცემის ბრალდებით დაკავებულები არიან ელიზბარაშვილის ოჯახის წევრებიც - პატიმრის მამა თამაზ ელიზბარაშვილი, პატიმრის მეუღლე სალომე ივანიშვილი და მისი მამა. ისინი ე.წ. მოდულის შენობაში არიან გადაყვანილი.

ამასთან, არსებული ინფორმაციით, იმ კომისიის ხელმძღვანელი, რომელმაც ყალბი დასკვნა გასცა, გოგი ნანეიშვილი იყო.

დილით შპს „ელიზის“ დირექტორის თამაზ ელიზბარაშვილისა და მისი ნათესავების დაკავების შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ ადვოკატმა ლალი აფციაურმაც მიაწოდა.

აფციაურის განმარტებით, დაკავების ოფიციალური მიზეზები მისთვის უცნობია, თუმცა, სავარაუდოდ, დაკავება თამაზ ელიზბარაშვილის შვილს, გურამ ელიზბარაშვილს უკავშირდება, რომელიც რამდენიმე წელია, პატიმრობაში იმყოფება.

ადვოკატის ინფორმაციით, აღნიშნული პირები დღეს დააკავეს და ოჯახისთვის მათი ადგილსამყოფელი ჯერ დაუდგენელია.

სამართალდამცავ უწყებებში კომენტარის მოპოვება ჯერ ვერ ხერხდება.

ინტერპრესნიუსი


ახალი ამბები