კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პრეზიდენტის ნაჩუქარი ტექნიკით მოსავლის აღება ძველ ტექნიკასთან შედარებით ორჯერ მეტი ღირს

7 ივლისი, 2010
შირაქში გლეხები მოსავლის აღებას ვერ ახერხებენ. როგორც მათ კახეთის საინფორმაციო ცენტრს აცნობეს, ტექნიკა არასაკმარისია. ამასთან, მათივე თქმით, პრეზიდენტის ნაჩუქარი კომბაინებით მოსავლის აღება 1 ჰექტარზე 100 ლარი ღირს. აქედან, 80 ლარი მომსახურების არის, 20 ლარი საწვავის.

„ახალი სერვის-ცენტრი როცა შექმნეს, დაგვპირდნენ, რომ მოსავლის აღება პრობლემა აღარ იქნებოდა. ზოგიერთი ჩვენგანი რიგში უკვე მეორე კვირაა დგას და კიდევ რამდენი დღე მოგვიწევს, არ ვიცით. მომსახურების ღირებულებაც ძველი ტექნიკის ფასთან შედარებით გაორმაგებულია. მაღალი ფასის გამო იძულებულები ვართ მოსავლის აღებაზე უარი ვთქვათ, იმიტომ, რომ მოსავალი ისედაც არ ვარგა და დანახარჯს ვერ ანაზღაურებს“, - აღნიშნეს ფერმერებმა.

წელს ხორბლის საშუალო მოსავლიანობა დედოფლისწყაროში ერთ ჰექტარზე ერთ ტონას შეადგენს. ერთი კილოგრამი ხორბლის ფასი 38-40 თეთრია. გასულ წელს ხორბალი 33 თეთრი ღირდა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები