კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ფსიქიატრიული საავადმყოფოს ექსპერტები გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდებიან

8 ივლისი, 2010
ასათიანის სახელობის ფსიქიატრიული საავადმყოფოს ექსპერტებს – გოგი ნანეიშვილს, თემურ სილაგაძესა და ზურაბ ბერიას აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000 ლარის გირაო შეუფარდეს. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნატო ხუჯაძემ მიიღო.

პროკურორ დავით მეფარიძის შუამდგომლობას გირაოს შეფარდებასთან დაკავშირებით ადვოკატები და ბრალდებულებიც დაეთანხმნენ. ბრალდებულებმა განაცხადეს, რომ დანაშაულს აღიარებენ და ინანიებენ.

გოგი ნანეიშვილის განცხადებით, 2003 წელს მათ ექსპერტიზა მიკერძოებულად ჩაატარეს. გურამ ელიზბარაშვილს ყალბი ექსპერტიზის საფუძველზე მიეცა საშუალება, სასჯელისთვის თავი აერიდებინა და გარკვეული პერიოდი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ყოფილიყო. მისი განცხადებით, ქრთამის სახით 4 ათასი ლარი აიღო. საერთო ჯამში კი, პატიმრის მამამ, „ელიზი ჯგუფის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ელიზბარაშვილმა ექსპერტიზის ყალბ დასკვნაში 30 000 ლარი გადაიხადა.

როგორც პროკურორმა, დავით მეფარიძემ განაცხადა, 2003 წელს ფსიქიატრიული ექსპერტიზა გამოძიებამ დაცვის შუამდგომლობის საფუძველზე დანიშნა. თამაზ ელიზბარაშვილმა განიზრახა, შვილისთვის სასარგებლო დასკვნის სანაცვლოდ თანახა გადაეხადა. იგი მეგობრის, თემურ მაჭავარიანის მეშვეობით დაუკავშირდა ფსიქიატრიული საავადმყოფოს ექსპერტებს – გოგი ნანეიშვილს და თემურ ხარებავას, რომლებმაც 40 ათასი ლარი მოითხოვეს და განაცხადეს, რომ 10 ათასი ლარი ჯანდაცვის მინსიტრის იმჟამინდელი მოადგილესთვის – მერაბ ქორჩილავასთავის უნდა გადაეხადათ. ქორჩილასვას 10 ათასი ალრი გადასცეს, 20 ათასი ლარი კი, ექსპერტებმა გადაინაწილეს.

ამასთან, დღესვე გირაო შეეფარდათ პატიმარ გურამ ელიზბარაშვილის მეუღლეს, სალომე ივანიშვილს და საექსპერტო კომისიის კიდევ ერთ წევრ თამარ გოჩიტაშვილს.
აღნიშნული პირები 5 ივლისს დააკავეს. საქმე ეხება რამდენიმე წლის წინ მომხდარ დანაშაულს. კერძოდ, ასათიანის ფსიქიატრიული საავადმყოფოს ექსპერტების მიერ გაცემულ ყალბ ექსპერტიზის დასკვნას, რომლის მიხედვითაც „ელიზი ჯგუფის“ პრეზიდენტის შვილი, პატიმარი გურამ ელიზბარაშვილი შეურაცხადი იყო.

პროკურატურის ინფორმაციით, თამაზ ელიზბარაშვილის შვილს, გურამ ელიზბარაშვილს დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისათვის 21 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი, მან 2001 წლის 19 მაისს ცეცხლსასროლი იარაღით საკუთარ დაბადების დღეზე სიცოცხლეს გამოასალმა 18 წლის მიხეილ ცილიკიშვილი, ასევე, მძიმედ დაჭრა მისი ბიძა ნუგზარ ცილიკიშვილი.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები