კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რუსეთი საგარეო უწყებამ ჰილარი კლინტონს ტერმინ „ოკუპაციის“ მნიშვნელობა განუმარტა

8 ივლისი, 2010

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის მიერ თბილისში გაკეთებულ განცხადებას, რომელიც რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციას შეეხებოდა.

რუსეთის საგარეო უწყების განმარტებით, საერთაშორისო სამართლით ტერმინი „ოკუპაცია“ აღნიშნავს ვითარებას, როცა ომის მდგომარეობაში მყოფი ერთი სახელმწიფოს სამხედრო კონტინგენტი მეორე ქვეყანაში დროებით არის განლაგებული. ამასთან, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ხელისუფლებას საოკუპაციო ძალების ხელმძღვანელობა ახორციელებს.

„ამის გათვალისწინებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის მიერ ტერმინ „ოკუპაციის“ აღნიშნულ კონტექსტში გამოყენებას არანაირი საფუძველი არა აქვს. საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის არც ერთი სამხედრო მოსამსახურე არ იმყოფება. აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთის სამხედრო კონტინგენტი სააკაშვილის მიერ დაწყებული აგრესიული ომის შემდეგ განლაგდა. ამასთან, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ფუნქციონირებენ დემოკრატიული გზით არჩეული საკანონმდებლო, აღმასრულებელი, სასამართლო ორგანოები და აქტიურად საქმიანობენ პოლიტიკური პარტიები“, - აცხადებს ოფიციალური მოსკოვი.

რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში ასევე ნათქვამია: „აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკებში რუსეთის სამხედრო პირები და სამხედრო ბაზები ორმხრივი სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულებების საფუძველზე იმყოფებიან, რაც სრულად შეესაბამება საერთაშორისო სამართლის ნორმებს“.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინიტრო გამოთქვამს იმედს, რომ „რუსეთის ამერიკელი პარტნიორები მომავალ საჯარო და პრაქტიკულ საქმიანობაში არსებულ რეალობას გაითვალისწინებენ“.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები