კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბათუმის მერია გარემოვაჭრეების წინააღმდეგ

14 ივლისი, 2010
ბათუმში, #23 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ მოვაჭრეებს მერიის ზედამხედველობის სამსახური და პოლიციელები ტერიტორიის დატოვებას აიძულებენ. მოვაჭრეების განცხადებით, მიზედად სკოლის მოსწავლეებისთვის გადაადგილებაში ხელის შეშლას ასახელებენ. გარემოვაჭრეები ალტერნატიური ფართის გამოყოფას ითხოვენ.

„ახლა სკოლაში საზაფხულო არდადეგებია და მოსწავლეებს როგორ ვუშლით ხელს? როცა სწავლობდნენ, მაშინ ხელი არ შეუშლიათ, რადგან წინ არჩევნები იყო. ახლა სკამები დაიკავეს და ჩვენი ხმები აღარ სჭირდებათ. ჩვენ მათსავით ხელფასები არა გვაქვს, მაგრამ ჩვენც გვშია. ამიტომაც, უნდა დაფიქრდნენ სანამ ლუკმაპურის შოვნის საშუალებას წაგვართმევენ“, – გნაცხადა ერთ–ერთმა მოვაჭრემ.

აღნიშნული სკოლის შემოსაზღვრულ ღობესა და წერეთლის ქუჩის ტერიტორიას შორის არსებულ ბორდიულზე, გარე ვაჭრობა წლების განმავლობაში არსებობს. დაახლოებით 50 მოვაჭრისთვის ეს შემოსავლის ერთადერთი წყაროა. მოვაჭრეთა ოჯახების უმრავლესობა სოციალურად დაუცველ ფენას მიეკუთვნება.

მოვაჭრეებმა ბათუმის მერიაში განცხადებაც დატოვეს. მათი თხოვნა ბათუმის მერ რობერტ ჩხაიძისადმი ის არის, რომ სკოლის დაწყებამდე ამ ტერიტორიაზე ვაჭრობის ნება დართონ, შემდეგ კი, ალტერნატიული ფართი გამოუყონ.

ადამიანის უფლებათა ცენტრმა ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელთან, დავით დავითაძესთან დაკავშირება სცადა, მაგრამ დავითაძე მობილურს არ პასუხობდა.

მაკა მალაყმაძე, ბათუმი

ახალი ამბები