კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

შეწყდეს ომზე საუბარი

8 მაისი, 2008

,,ადამიანის უფლებათა ცენტრი“ მიიჩნევს, რომ საზოგადოებას დეზინფორმაციას აწვდიან

ბოლო პერიოდის განმავლობაში საქართველოში სავალალო ტენდენცია შეიმჩნევა. საზოგადოება სხვადასხვა საშუალებებით მუდმივად იღებს გზავნილს, რომ აფხაზეთში შეიძლება ომი დაიწყოს. ამასთან დაკავშირებით, ორაზროვან განცხადებებს აკეთებენ ხელისუფლების წარმომადგენლები. ამ თემაზე მუდმივად საუბრობენ საქართველოსა და რუსეთის საინფორმაციო საშუალებები.

მსგავსი ინფორმაციების მუდმივი გავრცელება იწვევს პანიკას როგორც ქართულ, ასევე აფხაზურ მოსახლეობაში. მითქმა-მოთქმა ომის დაწყებასთან დაკავშირებით უარყოფითად აისახება საქართველოს რეპუტაციასა და ეკონომიკურ განვითარებაზე. ამასთან, ამ ინფორმაციას თავისი ინტერესებისთვის იყენებს რუსეთი, რომელიც აფხაზურ მხარეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ მას ქართველებისგან საფრთხე ემუქრება.

მიუხედავად ამგვარი ხმებისა, არ არსებობს არავითარი ხელჩასაჭიდი არგუმენტი, რომელიც ომის საშიშროებაზე მიუთითებდა. მასმედიით ამ საკითხზე გავრცელებული ინფორმაცია ხშირად მხოლოდ ჭორებსა და რომელიმე არაავტორიტეტული პირის მოსაზრებას ეყრდნობა. გადამოწმების შემთხვევაში ინფორმაცია ხშირად არაზუსტია და სიმართლეს არ შეესაბამება.

,,ადამიანის უფლებათა ცენტრი“ მიიჩნევს, რომ ომის დაწყებასთან დაკავშირებით ინფორმაციის გავრცელება არის მხოლოდ მორიგი მცდელობა იმისა, რომ არჩევნების წინ მოსახლეობაში აფხაზეთის დაბრუნების ილუზია შეიქმნას. გარდა ამისა, ეს არის საშუალება მოსახლეობის ყურადღების სხვა საკითხზე გადასატანადაც.

,,ადამიანის უფლებათა ცენტრი“ საქართველოს ხელისუფლებასა და მასმედიას მოუწოდებს, შეწყდეს ომის დაწყების თემით მანიპულირება და არაკორექტური ინფორმაციის გავრცელება, რომელიც ხელს უწყობს მოსახლეობის პარალიზებას, იწვევს პანიკასა და სიტუაციის ესკალაციას, სპობს კონფლიქტური ვითარების მშვიდობიანად გადაჭრის გზებს. 

ახალი ამბები