კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თ.ს.უ-ს სტუდენტური ორგანიზაცია "თავისუფალ სტუდენტთა უნივერსიტეტის" მიმართვა მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებს

13 მაისი, 2008

როგორც თქვენთვის ცნობილია, ა/წლის  8 მაისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა რიგით მეორე სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები, რომელშიც მონაწილეობდა ორი ძირითადი სტუდენტური ორგანიზაცია: :ერთიანი სტუდენტური მოძრაობა" და "თავისუფალ სტუდენტთა უნივერსიტეტი".
გვინდა გაცნობოთ, რომ  უნივერსიტეტის ცენტრალური საარჩევნო კომისია დაკომპლექტებული იყო "ნაციონალური მოძრაობის" სატელიტი არასამთავრობო ორგანიზაციებით. ძირითადად კომისიის შემადგენლობაში იყვნენ ორგანიზაცია "ახალი თაობა ახალი ინიციატივას" წარმომადგენლები.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ არჩევნები ჩატარდა არაობიექტურად და მრავალი დარღვევით. დარღვევები შეინიშნებოდა როგორც უნივერსიტეტის ადმინისტრაციის, ასევე ცსკ-ოს მხრიდან, კერძოდ:  სტუდენტთა ერთიანი ამომრჩეველთა სია შედგენილი იყო ხარვეზებით, რის გამოც არაერთ სტუდენტს არ მიეცა საშუალება მონაწილეობა მიეღო არჩევნებში. სიაში შეყვანილი იყვნენ ისეთი სტუდენტები, რომლებსაც სასწავლო კურსი უკვე დასრულებული ჰქონდათ, რამაც ცსკ-ს არჩევნების გაყალბება გაუადვილა. გარდა, ამისა ცდომილება იყო კურსებზე შემავალ ამომრჩეველთ სიაში.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის შემადგენლობის უმრავლესობა დაკომპლექტებული იყო თვითმმართველობის წარმომადგენლებით,  რისი უფლებაც მათ არ გააჩნდათ, რადგან თვითმმართველობა ამ პროცესში  მხარეს წარმოადგენს.
"ერთიანი სტუდენტური მოძრაობა", რომელიც სახელისუფლებო პარტიასთანაა გაიგივებული და უნივერსიტეტში მისი ინტერესების გამტარებელია, იყენებდა ყველანაირ სახელისუფლებო და საუნივერსიტეტო რესურსს, რის გამოც არათანაბარ პირობებში იმყოფებოდნენ სხვა დანარჩენი საარჩევნო სუბიექტები (ისინი იყენებდნენ თბილისის მერიის საკუთრებაში არსებულ ყვითელ ავტობუსებს წინასაარჩევნო ღონისძიებებისთვის, სააგიტაციო მასალის დამზადებას აფინანსებდა ხელისუფლება).
თ.ს.უ-ს ადმინისტრაცია არათანაბარ მდგომარეობაში აყენებდა სხვა დანარჩენ საარჩევნო სუბიექტებს გარდა "ერთიანი სტუდენტური მოძრაობისა".
წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში ადგილი ჰქონდა სტუდენტებზე გავლენის მოხდენას ძალადობრივი მეთოდებით.
უბნები გაიხსნა 20 წუთის დაგვიანებით. თავმჯდომარის და მისი მოადგილის კენჭისყრა ჩატარდა მთელი რიგი კანონდარღვევით და "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების ზეწოლით.
არჩევნების დღეს "ერთიანი სტუდენტური მოძრაობა" საარჩევნო უბნებზე აქტიურად აწარმოებდა, აგიტაციას რაც საარჩევნო კანონმდებლობით, როგორც მოგეხსენებათ, დაუშვებელია.
ამას დაემატა მთელი რიგი სამართალდარღვევები არჩევნების შედეგების დათვლის პროცესში, კერძოდ, ორგანიზაციის წარმომადგენლებს არ მისცეს არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი.
ყოველივე ზემოთაღნიშნულმა და სხვა დარღვევებმა გამოიწვია თვითმმართველობის არჩევნების არასამართლიანად ჩატარება. ამას ისიც დაემატა, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების გაყალბების შემდეგ გამარჯვებულად გამოაცხადა "ერთიანი სტუდენტური მოძრაობა".
მოგმართავთ თხოვნით, მოახდინოთ რეაგირება აღნიშნულ დარღვევებზე. მედიაორგანიზაციებს კი ვთხოვთ დაინტერესდნენ ამ საკითხით და გაგვიწიონ ინფორმაციული მხარდაჭერა.
ჩვენი ძირითადი მოთხოვნაა: თვითმმართველობის არჩევნების ხელახალი ჩატარება სადაც ყველა საარჩევნო სუბიექტი იქნება ჩაყენებული თანაბარუფლებიან პირობებში.

 

ახალი ამბები