კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თავდასხმა პარტია ,,თავისუფლების“ მიკროავტობუსზე

27 მაისი, 2008

მგზავრებს მიტინგზე წასვლის საშუალებას არ აძლევდნენ

26 მაისს, ღამის 3 საათსა და 25 წუთზე ზუგდიდიდან თბილისისკენ მიმავალ პარტია ,,თავისუფლების“ წევრებს თავს შეიარაღებული პირები დაესხნენ.

,,თავისუფლების“ წევრები მიკროავტობუსით თბილისში ოპოზიციის მხარდამჭერ მიტინგზე მიდიოდნენ. იქვე იყო ორი ჟურნალისტი  - ,,ადამიანის უფლებათა ცენტრის“ კორესპონდენტი ნანა ფაჟავა და ,,მწვანე ტალღის“ კორესპონდენტი სოსო ხოფერია. ჟურნალისტებს სურდათ მგზავრები აბაშამდე გაეცილებინათ, რადგან მათ მუდმივად ემუქრებოდნენ. მაგალითად, ამ შემთხვევამდე პარტია ,,თავისუფლების“ წევრს ლუიზა თევზაძეს პატიმარი შვილი ხონის კოლონიიდან ციხის ადმინისტრაციის დავალებით ურეკავდა და ეუბნებოდა, რომ თუ პოლიტიკურ მოღვაწეობას თავს არ დაანებებდა, მას ციხეში მოკლავდნენ.

როდესაც მიკროავტობუსი მხარდამჭერების წასაყვანად ზუგდიდში მოძრაობდა, მას უკან მუდმივად დასდევდა ორი მანქანა BMW, NOD -476 და ფოლქსვაგენი WKW -447.

როდესაც მიკროავტობუსი მიუახლოვდა თბილისი-ფოთი სარკინიგზო მაგისტრალს, ლიანდაგებზე გადასვლისას მძღოლმა სვლა შეანელა. ამ დროს, მოულოდნელად მიკროავტობუსს თავს დაესხა ოთხი ნიღბიანი პირი, რომლებიც, როგორც ჩანს, იქვე იყვნენ ჩასაფრებულები. მათ ავტომატებით ჩაამსხვრიეს საქარე მინები, რის შედეგადაც მგზავრებმა (სულ ცხრა კაცი) მსუბუქი დაზიანება მიიღეს.

მიკროავტობუსის მძღოლმა მაინც შეძლო გზის გაგრძელება. მგზავრებმა მიმართეს იქვე მდებარე საპატრულოს და შველა ითხოვეს. პატრულის მანქანა გზაზე გავიდა, მაგრამ სამ წუთში დაბრუნდა უკან და დაზარალებულებს განუცხადა, თავდამსხმელებს ვერ დავეწიეთო. დაზარალებულებმა მოითხოვეს საპატრულოს უფროსთან შეხვედრა, ვიდეოპატრულის გამოძახება, ჟურნალისტებთან დაკავშირება, მაგრამ მათი არც ერთი მოთხოვნა არ გაუთვალისწინებიათ. ადგილზე მხოლოდ სენაკის პოლიცია მოვიდა, ისიც ორი საათის შემდეგ. 

,,ადამიანის უფლებათა ცენტრი“ მიიჩნევს, რომ ეს შემთხვევა თვალსაჩინო მაგალითია იმისა, თუ როგორ იდევნებიან ოპოზიციური პარტიები და ჟურნალისტები. ცენტრი მოითხოვს სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ამ ფაქტზე. ასევე მიმართავს ხელისუფლებას, მედიას, სახალხო დამცველს და არასამთავრობო ორგანიზაციებს რეაგირება მოახდინონ მომხდართან დაკავშირებით.


ახალი ამბები