კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრებს

6 ივნისი, 2008

 ქალბატონებო და ბატონებო!

როცა აზერბაიჯანი და სომხეთი 2001 წლის იანვარში ევროსაბჭოს წევრები გახდნენ, ამ ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეამ მიუთითა, რომ ზემოაღნიშნულ ქვეყნებში არსებობდნენ პოლიტიკური პატიმრები, ისევე როგორც  მიმდინარეობდა პოლიტიკური რეპრესიები (დასკვნა # 221, IV ნაწილი, ბ, გ პარაგრაფები და დასკვნა # 222, IV ნაწილი, ბ პარაგრაფი). # 221 და # 222 დასკვნების გამოქვეყნების შემდეგ, ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა შეკრიბა ექსპერტთა ჯგუფი, რომლებმაც მანამდე გამოიკვლიეს 25 ე.წ. “საცდელი საქმე” აზერბაიჯანსა და სომხეთში და ჩამოაყალიბეს ის კრიტერიუმები, რომელთა საფუძველზეც შესაძლებელია ადამიანს ეწოდოს პოლიტიკური პატიმარი.

ევროსაბჭოს ექსპერტები აზერბაიჯანში მუშაობისას ამ კრიტერიუმებისა და ვ. შვიმერის, ევროსაბჭოს გენერალური მდივნის მიერ 2001 წელს შემუშავებული შემდეგი პრინციპით ხელმძღვანელობენ: „ერთი პოლიტიკური პატიმარი უკვე ბევრია. პოლიტიკური პატიმრების პრობლება ევროსაბჭოს წევრ ქვეყანაში არ უნდა არსებობდეს”. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ დანიშნა სპეციალური მომხსენებლები აზერბაიჯანში პოლიტიკურ პატიმრების საკითხებზე (გეორგ კლერფეიტი, შემდეგ კი მალკოლმ ბრუსი). მათი მიზანი იყო აზერბაიჯანის მთავრობისთვის გაეწიათ დახმარება და პოლიტიკურ პატიმრებზე მიეწოდებიდათ ინფორმაცია. ამ მომხსენებელთა მუშაობის წყალობით ასობით პოლიტიკური პატიმარი გაათავისუფლეს.

სამწუხაროდ, 2005 წლის შემოდგომაზე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ აღარ გააგზავნა სპეციალური მომხსენებელი აზერბაიჯანში, რამაც უარყოფითი გავლენა მოახდინა პოლიტიკურ პატიმართა გათავისუფლების დინამიკაზე. უფრო მეტიც, აზერბაიჯანში 2005 წელს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ახალი პოლიტიკური პატიმრები გაჩნდნენ. გასულ წლებში, დააპატიმრეს ჟურნალისტები ცილისწამების ბრალდებებით. “აზერბაიჯანის ადამიანის უფლებათა ორგანიზაციების ფედერაციის” მიერ შედგენილი სიის მიხედვით სულ მცირე 55 პოლიტიკური პატიმარია აზერბაიჯანში. მათ შორის 29 პატიმარი იმ დროიდან ზის ციხეში, როცა აზერბაიჯანი ევროსაბჭოს წევრი გახდა.

ამრიგად, პოლიტიკური პატიმრების პრობლემა დღესაც აქტუალურია, მაგრამ დღეს სიტუაცია სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში უფრო კრიტიკული გახდა. პოლიტიკური პატიმრები სომხეთსა და აზერბაიჯანში არჩევნების გაყალბების გამო გაჩნდნენ. საქართველოში პოლიტიკურ პატიმართა რაოდენობა დაახლოებით 26-სს შეადგენს, მაშინ როცა ეს ციფრი სომხეთში 138-დან 192-მდე აღწევს. ამ პოლიტიკურ პატიმართა სისხლის სამართლის საქმეებს ადამიანის უფლებათა დამცველებმა წინასწარი ანალიზი გაუკეთეს და დაადგინეს, რომ ისინი პოლიტიკური პატიმრის იმ კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ, რომლებიც საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივნის 2001 წლის 24 ოქრომბრით დათარიღებული 34-ე მოხსენებაშია განსაზღვრული. თუმცა, ევროსაბჭოში მიიჩნევენ, რომ ეს პოლიტიკურ პატიმართა პრობლემა Aაზერბაიჯანის გარდა სამხრეთ კავკასიის სხვა ქვეყნებში არ დგას. ამ თვალსაზრისით, საპარლამენტო ასამბლეის ზოგიერთი წევრი მიიჩნევს, რომ ევროსაბჭოს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისადმი ორმაგი სტანდარტები აქვს.

ჩვენი აზრით, 2001-2007 წლებში აზერბაიჯანის მიმართ შემუშავებული კრიტერიუმები და მიდგომები სომხეთსა და საქართველოში განვითარებულ პოლიტიკური პროცესებზეც უნდა გავრცელდეს. ამიტომაც, ჩვენ მოგიწოდებთ, რომ მოიწვიოთ სამხრეთ კავკასიაში პოლიტიკური პატიმრების საკითხებზე სპეციალური მომხსენებელი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ივნისის სხდომისთვის ან სპეციალური მომხსენებლები სამხრეთ კავკასიის რეგიონის ყველა ქვეყნისთვის. ეს პრობლემა დაუკავშირდებოდა ივნისის სხდომის დროს დღის წესრიგით გათვალისწინებულ სომხეთსა და აზერბაიჯანში შექმნილი სიტუაციის განხილვას.

ჩვენი აზრით, სამხრეთ კავკასიაში პოლიტიკურ პატიმრებთან დაკავშირებული სპეციალური მომხსენებლის დანიშვნა დაეხმარება ასამბლეას ამ რეგიონში შექმნილ სიტუაციას უკეთ გაეცნოს და გააღრმავოს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან პოლიტიკურ პატიმართა პრობლემის მოგვარების მიზნით თანამშრომლობა.


ხელმოწერები:

აზერბაიჯანი:
"ადამიანის უფლებათა ორგანიზაციათა ფედერაცია’’:
ლეილა იუნუსი, ,,მშვიდობისა და დემოკრატიის ინსტიტუტი”
ელდერ ზეინალოვი, ,,აზერბაიჯანის ადამიანის უფლებათა ცენტრი”

სომხეთი:
მიხაელ დანიელიანი, „სომხეთის ჰელსინკის ასოციაცია’’
ანაჰიტ ბაიანდური, ,,ჰელსინკის მოქალაქეთა ასამბლეის სომხეთის ეროვნული კომიტეტი’’

საქართველო :

უჩა ნანუაშვილი, „ადამიანის უფლებათა ცენტრი“

ემილ ადელხანოვი (ემანუელ სტაინბერგი), ,,მშვიდობის, განვითარების და დემოკრატიის კავკასიური ინსტიტუტი". 

ახალი ამბები