კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საქართველომ უნდა შეასრულოს ბავშვთა უფლებების სფეროში მასზე დაკისრებული ვალდებულებები

10 ივნისი, 2008

ჟენევა-თბილისი, 9 ივნისი, 2008. გაეროს ბავშვთა უფლებების დაცვის კომიტეტმა გამოაქვეყნა თავისი რეკომენდაციები საქართველოში ბავშვთა უფლებების სფეროში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით. გაეროს კომიტეტი აცხადებს, რომ კვლავ შეშფოთებულია საქართველოდან მიღებული ინფორმაციებით, რომლის თანახმად ქვეყანაში მცირეწლოვნებს უკანონოდ აპატიმრებენ, პოლიციელები მათ სასტიკად ექცევიან საპატიმროებში.

გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტმა, საქართველოს მიერ მომზადებული მესამე პერიოდული ანგარიშის განხილვის შემდეგ, მოამზადა რეკომენდაციები, რომლებიც ძირითადად წამების საწინააღმდეგო მსოფლიო ორგანიზაციის (OMCT), „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ (HRIDC) და საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და მედიცინის განვითარების ფონდის (PHMDF)  ალტერნატიული  ანგარიშების გამოძახილია. აღნიშნული ალტერნატიული ანგარიშები 2007 წლის სექტემბერში მომზადდა. გაეროს კომიტეტი განსაკუთრებით შეშფოთებულია ბავშვთა უფლებების დაცვის ქართული სისტემით, რომლის უუნარობას მივყავართ მცირეწლოვნების წინააღმდეგ ძალადობის ფაქტების რიცხვის ზრდასთან. აღნიშნული საკითხები გახდა კომიტეტის მიერ დასმული კითხვებისა და რეკომენდაციების ობიექტი.

OMCT და HRIDC სინანულს გამოთქვამენ იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს სამთავრობო დელეგაციამ ექსპერტების მიერ ბავშვთა მიმართ ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით დასმული კითხვები უპასუხოდ დატოვა. დელეგაციამ არ განმარტა, როგორ ეცდებიან აღნიშნულ პრობლემასთან ბრძოლას. ინფორმაციის სიმცირის მიუხედავად, კომიტეტმა ჩამოაყალიბა რეკომენდაციები ბავშვთა მიმართ ძალადობის აღმოსაფხვრელად; და აღნიშნა, რომ საქართველომ უნდა „შექმნას საკანონმდებლო ბაზა, რომელიც აკრძალავს ბავშვების კორპორაციული დასჯის მეთოდებს ყველანაირ დაწესებულებაში, მათ შორის ოჯახებშიც“.

OMCT და HRIDC მიესალმებიან სამთავრობო დელეგაციასა და გაეროს კომიტეტის ექსპერტებს შორის არასრულწლოვანთა სამართლის სფეროზე გამართულ დიალოგს. აღნიშნული დიალოგის შედეგია კომიტეტის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები რომელთა ძირითადი მოთხოვნაა კვლავ გაიზარდოს არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ასაკი 14 წლამდე (საქართველოს ახალი სისხლის სამართლის კოდექსით ეს ასაკი 12 წლამდეა შემცირებული); არასრულწლოვანთა დანაშაულის აღსაკვეთად უნდა მიმართონ პრევენციულ მეთოდებს და არა ბოლო დროს არსებულ ნულოვანი ტოლერანტობის მეთოდს. OMCT და HRIDC შეშფოთებულნი არიან აღნიშნული რეკომენდაციების განხორცილების ხარისხით. სამთავრობო დელეგაციის პასუხებით აშკარა ხდება, რომ ხელისუფლება არ აპირებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ასაკის 14 წლამდე გაზრდას, როგორც ამას გაეროს კომიტეტის რეკომენდაციები ითვალისწინებდა. დელეგაცია ასევე აცხადებდა, რომ არასრულწლოვანთა მიერ გამოყენებული ნულოვანი ტოლერანტობა საკმაოდ შედეგიანი აღმოჩნდა.

არასრულწლოვანთა სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში არსებულ პირობებთან და სასტიკი მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებით სამთავრობო დელეგაციის წევრებმა განაცხადეს, რომ საქართველოში არსებობს ადგილობრივი მონიტორინგის ჯგუფები, რომლებიც არასრულწლოვან დამნაშავეთა დაკავების ადგილებს ესტუმრებიან. მათ ასევე განაცხადეს, რომ ბავშვები არ არიან ციხეში უფროსი ასაკის დამნაშავეებთან ერთად. ამასთან დაკავშირებით, OMCT და HRIDC სურვილი აქვთ განახორციელონ წამების საწინააღმდეგო სამოქმედო გეგმის მონიტორინგი საქართველოში, რომელიც გულისხმობს ნულოვან ტოლერანტობას იმ სამართალდადმცველთა მიმართ, რომლებიც არღვევენ ადამიანის უფლებებს; ასევე უნდა გადამოწმდეს, რამდენად საფუძვლიანი იყო სამთავრობო დელეგაციის პირობა რომ არცერთი არასრულწლოვანი არ იმყოფება უფროსებთან ერთად საპატიმროებში.

OMCT-სა და HRIDC-ს მიაჩნიათ, რომ კომიტეტის დასკვნითი შეფასება ნათლად გიჩვენებს იმ ძირითად ნაბიჯებს, რაც უნდა გადაიდგას საქართველოს მიერ ბავშვთა უფლებათა კონვენციის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად. იმისათვის, რომ განხორციელდეს გაეროს კომიტეტის რეკომენდაციები ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს საჭირო ზომები. OMCT და HRIDC ისევ გამოხატავენ შეშფოთებას და მომავალშიც განაგრძობენ ხელისუფლების საქმიანობის შესწავლას.

წამების საწინააღმდეგო მსოფლიო ორგანიზაცია
„ადამიანის უფლებათა ცენტრი“

ახალი ამბები