კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ევროპის ციხესიმაგრე - UNITED -ის ოფიციალური მონაცემებით 10 000-ზე მეტი ლტოლვილი გარდაიცვალა

19 ივნისი, 2008

„ძველ კონტინენტზე აღმართულია უხილავი კედელი, რომელიც წინ ეღობება „კანონიერ“ მიგრაციას. ამ ციხესიმაგრის საზღვრები უხილავია მოქალაქეთა უმეტესი ნაწილისათვის რადგან ისინი კანონის მიერ არიან შექმნილი; თუმცა ამ საზღვრების შედეგები ადვილად შესამჩნევია ადამიანური ტრაგედიების მაგალითებით.“

მარკო როველი, იტალიელი მწერალი

კულტურათაშორისი მოძრაობა UNITED აპროტესტებს „ევროპული ციხესიმაგრის“ აშენებას, რომლის შედეგად უსაფრთხო თავშესაფრის მაძებარი სასოწარკვეთილი ადამიანები იღუპებიან.

შეიძლება თვალები დავხუჭოთ მსგავს სისასტიკეზე? თუ ჩვენი ადამიანური მოვალეობაა ცნობიერება ავამაღლოთ ევროპის საზღვრებთან ლტოლვილების წინააღმდეგ გამართულ ომზე.

UNITED-ის სამდივნო 1993 წლიდან ახორციელებს „ევროპული ციხესიმაგრის“ სასიკვდილო შედეგების მონიტორინგს. ამჟამინდელი „სიკვდილის სია“ უკვე 11 105 სახელს ითვლის; ესენი არიან თავშესაფრის მაძიებლები და მიგრანტები რომლებიც ევროპაში შესვლის მცდელობისას სიცოცხლეს გამოესალმნენ ან რომელიმე ქვეყნის ციხეში გარდაიცვლნენ. ამ ფაქტებზე დაყრდნობით, მთელს ევროპაში, კამპანიის ჩასატარებლად ძლიერი ლობისტური და ცნობიერების ასამაღლებელი იარაღი შეიქმნა.

ინფორმაცია ლტოლვილთა გარდაცვალების ადგილის, დროისა და ვითარების შესახებ შედგენილია ოფიციალურ დოკუმენტებზე დაყრდნობით.
ინფორმაცია გარდაცვლილ ლტოლვილებზე შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: 
http://www.unitedagainstracism.org/pdfs/actual_listofdeath.pdf

ყოველ წელიწადს, 20 ივნისს ყველაზე ფართომასშტაბიანი ევროპული ქსელი რასიზმის, ფაშიზმის, ნაციონალიზმის წინააღმდეგ, UNITED კულტურათაშორისი მოძრაობა, აღნიშნავს ლტოლვოლთა საერთაშორისო დღეს.

წელსაც, UNITED როგორც ქსელი იღებს აქტიურ თანამშრომლობას და დახმარებას ევროპის სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებიდან რომლებიც თანამშრომლობენ და ეხმარებიან ლტოლვილებს.
ამ დღეს მთელს ევროპაში ღონისძიებები იმართება ერთი მიზნის მისაღწევად დაგმონ ევროპის ციხესიმაგრე და საზოგადოებას აცნობონ მის სასიკვდილო შედეგებზე. ყველაზე მნიშვნელოვანი მხარე ამ ღონისძიებებისა არის ამაღლდეს საზოგადოებრივი ცნობიერება ლტოლვილთა პრობლემების შესახებ, რათა ხელი შევუწყოთ ლტოლვილთა, მიგრანტთა და თავშესაფრის მაძიებელთა უფლებების და ღირსების დაცვას მთელს ევროპაში.

უსაფრთხოების პოლიტიკა

მთელ ევროპაში ასობით მიგრანტი და თავშესაფრის მაძიებელი თავშესაფარს ეძებს დევნის, ომის,უსამართლობის და მძიმე ეკონომიკური პირობების გამო.

უკანასკნელ წლებში, მათი რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა ბევრ ქვეყანაში წარმოებული ომებისა და ეროვნულ უმცირესობათა მიმართ მზარდი აგრესიის გამო.
მიუხედავად ამისა, უფრო მეტი ადამიანი ითხოვს დახმარებას და თავშესაფარს, ვიდრე ამას სთავაზობენ ლტოლვილებს ევროპის ქვეყნები. მიგრანტები მიაჩნიათ ისეთ ადამიანებად, რომლებიც მასპინძელი ქვეყნის კეთილგანწყობილებით ბოროტად ისარგებლებენ. ევროპის ბევრ ქვეყანაში დანაშაულთა მზარდი ციფრი სწორედ მიგრანტებს ბრალდებათ. ხელისუფლებიდან ერთადერთი პასუხი აღნიშნულ მტკიცებულებებზე ხშირად არის გრძნობებით მანიპულირების პოლიტიკა, როდესაც ცდილობენ ფართო პოლიტიკურ კონსენსუსს მიაღწიონ ადგილობრივ მოსახლეობაში. მოსახლეობა ცუდად არის დაცული, განიცდიან ინფორმაციის ნაკლებობას და მუდამ „სხვების“ შიშში ცხოვრობენ.

მაგალითად იტალიაში - ჩრდილოეთ ლიგის ლიდერი და ფედერალური მდივანი იმიგრაციის საკითხებში, ალბერტო ბოსი, აცხადებს, რომ იტალია აუცილებლად დაიბრუნებს მის წინანდელ უსაფრთხოებას.
 
UNITED -ს მიაჩნია, რომ ასეთი დამოკიდებულება მიუღებელია; მითუმეტეს, რომ მისი ინიციატორი პოლიტიკოსია. ეს მოსაზრება სახიფათოა, რადგან იმიგრაციის ცნებას კრიმინალურ სახეს აძლევს და გამორიცხავს სოციალურ, ისტორიულ ფენომენს, როდესაც იმიგრანტთა დიდი რაოდენობა  პატიოსნად და მოკრძალებულად ცხოვრობდა მასპინძელ ქვეყნებში. ახლანდელი მიგრაციის კანონები ბევრ ევროპულ ქვეყანაში ეკონომიური გაჭირვების გამო ახალჩამოსულებს უქმნის დიდ დაბრკოლებას  ოფიციალური სამუშაოსა და საცხოვრებლის მოსაპოვებლად. რის გამოც მათ გზა ეხსნებათ კრიმინალობისა და შავი სამუშაოს ბაზრისკენ. უფრო მეტიც, მიგრანტების ცუდი რეპუტაციის გავრცელებით ისინი ბადებენ შიშს ადგილობრივ მოსახლეობაში რის გამოც,  იზრდება რასისტული თავდასხმები და დისკრიმინაციული დამოკიდებულება, რომ აღარაფერი ვთქვათ უხეშ საუბარსა და სეგრეგაციაზე. ასეთი პოლიტიკა აკანონებს ლეგალურ მითითებებს და პრაქტიკას, როგორიც არის ემიგრანტების დაკავების ცენტრები, ციხეები უსაბუთო ადამიანებისათვის,  დეპორტაცია, რომელსაც იყენებენ არალეგალური ემიგრაციის  საკონტროლო იარაღად, რაც ევროპის დემოკრატიისა და ჰუმანური მემკვიდრეობის ზღვარს სცილდება. მართლაც ახალი ევროპული საზღვრები მისი ტერიტორიის გარეთაა, განსაკუთრებით ლიბია და მაროკო, სადაც შენდება ახალი საპატიმროები ემიგრანტთა შესამოწმებლად. ხდება ბევრი დეპორტირებული ემიგრანტის დაკავება.  ამის გამო ხშირად შეუძლებელია მათი წარმომავლობის დადგენა. მიგრანტების დეპორტაციით, შემოწმებითა და დაკავებით,  ევროპა გარანტიას ვერ იძლევა ჟენევის კონვენციის მიერ გარანტირებული უფლებები დაიცვას.  ევროპა ამით ახდენს ადამიანის უფლებათა ყველაზე მნიშვნელოვანი შეთანხმების დარღვევას.

ახალი ამბები