კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ობსერვატორი

5 სექტემბერი, 2008

ადამიანის უფლებათა დამცველების მხარდასაჭერად

საგანგებო მიმართვა-ობსერვატორი
  
ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა/მუქარა
საქართველო
4 სექტემბერი, 2008

ობსერვატორი-ადამიანის უფლებათა დამცვლების მხარდასაჭერად, წარმოადგენს წამების წინააღმდეგ მსოფლიო ორგანიზაციისა (OMCT) და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციის (FIDH) ერთობლივ პროგრამას; ობსერვატორი მოითხოვს თქვენგან დაუყოვნებლივ ჩაერიოთ საქართველოში მიმდინარე პროცესებში.

სიტუაციის აღწერა

,,ადამიანის უფლებათა ცენტრმა“(HRIDC) ობსერვატორის მიაწოდა ინფორმაცია ცენტრის ჟურნალისტის საბა წიწიკაშვილის მიმართ განხორციელებული ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტების შესახებ; საბა წიწიკაშვილი ადამიანის უფლებათა ცენტრის შიდა ქართლის რეგიონის ოფისის ჟურნალისტი და კოორდინატორია; მასზე ზეწოლა  მაშინ მოხდა, როდესაც ის რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის წინააღმდეგ მოწყობილ დემონსტრაციას აშუქებდა.

მიღებული ინფორმაციის თანახმად, 2008 წლის 1 სექტემბერს შიდა ქართლის გუბერნატორმა ლადო ვარძელაშვილმა და მისმა მოადგილემ ზურაბ ჩინჩილაკაშვილმა შიდა ქართლის რეგიონის სოფელ კარალეთში საბა წიწიკაშვილს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. წიწიკაშვილი რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის წინააღმდეგ მოწყობილ დემონსტრაციას აშუქებდა, როდესაც გუბერნატორი და მისი მოადგილე თანმხლებ პირებთან ერთად ჟურნალისტს მიუახლოვდნენ. ჩინჩილაკაშვილმა და ვარძელაშვილმა წიწიკაშვილს ხელი სტაცეს და მისი ლანძღვა და ფიზიკური შეურაცხყოფა დაიწყეს, დანარჩენები კი ჟურნალისტს შემდეგი სიტყვებით ემუქრებოდნენ: „დაიმახსოვრე, თუ ისევ გააგრძელებ ძველებურად მუშაობას, გაგაქრობთ და ყოველდღე გცემთ.“

როდესაც საბა წიწიკაშვილმა რეგიონის პოლიციის სამმართველოს ხელმძღვანელთან მიახლოება სცადა, ზურაბ ჩინჩილაკაშვილი მაჯაში სწვდა და მაგრად მოუჭირა. მან დაადანაშაულა წიწიკაშვილი ადგილზე ჟურნალისტების ჩაყვანაში, რომლებიც კამერით იღებდნენ რეგიონში არსებულ სიტუაციას. ჩინჩილაკაშვილმა ჟურნალისტს უთხრა: „აუცილებლად გაგაქრობ...“ შემდეგ ორი უცხო ადამიანი გამოჩნდა და  წიწიკაშვილს ცემა დაუწყო, ისინი მას ნეკნებში და ფეხებში ურტყავდნენ.

მოგვიანებით წიწიკაშვილი მიიყვანეს გორის რაიონის გამგებლის დავით ხმიადაშვილის მანქანასთან, რომელშიც მასთან ერთად რაიონის გამგებლის მოადგილე გიორგი კვიწინაძე იჯდა. როდესაც ისინი მიუახლოვდნენ, წიწიკაშვილმა გაიგონა ჩინჩილაკაშვილის სიტყვები: „უკან წაიყვანეთ.“ გამგებლის მანქანასთან  ჟურნალისტს კიდევ ურტყავდნენ ნეკნებში გასაღებით. რაიონის გამგებელმა და მისმა მოადგილემ წიწიკაშვილს უთხრეს „გაა... აქედან.“  ამის შემდეგ წიწიკაშვილი გორში დაბრუნდა.

შემდეგ წიწიკაშივლი ჩავიდა თბილისში და აღნიშნული ფაქტი ,,ადამიანის უფლებათა ცენტრსა“ და სახალხო დამცველს შეატყობინა.

ზურაბ ჩინჩილაკაშვილი განსაკუთრებით აგრესიული გახდა ჟურნალისტის მიმართ 2008 წლის 28 აგვისტოს შემდეგ. იმ დღეს ,,ადამიანის უფლებათა ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორი უჩა ნანუაშვილი, საბა წიწიკაშვილთან და სხვა თანამშრომლებთან ერთად  გორში კომბინატის დასახლებას სტუმრობდნენ, სადაც სამხრეთ ოსეთის კონფლიქტური ზონიდან დევნილები თავშესაფარში ცხოვრობენ. მათ უნდოდათ ენახათ როგორ პირობებში არიან დევნილები დაბომბვიდან ათი დღის მერე. აღმოჩნდა, რომ გორის მოსახლეობა, რომელიც თბილისიდან გორში დაბრუნდა, თავშესაფარს ვერ პოულობს და საკუთარი პრობლემების მოგვარება თავად უხდებათ. უჩა ნანუაშვილმა და საბა წიწიკაშვილმა ორი უსახლკარო დევნილი წაიყვანეს რეგიონის ადმინისტრაციის შენობაში, რათა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისათვის მათი დახმარება ეთხოვათ. ისინი შეხვდნენ ზურაბ ჩინჩილაკაშვილს.

ამ შეხვედრის დროს ჩინჩილაკაშვილმა უჩა ნანუაშვილს ვინაობა ჰკითხა. როდესაც გაიგო, რომელ ორგანიზაციას წარმოადგენდნენ, გამგებლის მოადგილემ განაცხადა: „მე რაღაც-რაღაცეები მაქვს გასარკვევი თქვენს ორგანიზაციასთან.“ მერე საბა წიწიკაშვილი ცალკე სალაპარაკოდ წაიყვანა. „შენს უფროსს ჰკითხე, სად იყო მაშინ როცა გორში რუსები შემოვიდნენ. ჩვენ ის სწორედ მაშინ გვჭირდებოდა.“ მერე მივიდა ბ-ნ ნანუაშვილთან და განუცხადა, რომ ის სარჩელის შეტანას აპირებდა ,,ადამიანის უფლებათა ცენტრის“ წინააღმდეგ, რომელიც „ყოველთვის ცდილობს, დააფიქსიროს უარყოფითი ფაქტები“ და რომ „მათ მოუწევთ საკუთარ განცხადებებზე პასუხისგება.“ ბოლოს მან იყვირა: „მოდით, განვიხილოთ თქვენს საიტზე დადებული ყველა სტატია. საერთოდ ვინ ხართ? სად იყავით მაშინ, როცა გორში რუსეთის ჯარები შემოვიდა? თქვენ მაშინ უნდა ჩამოსულიყავით აქ და ჩვენს გვერდით მდგარიყავით.“

30 აგვისტოს წიწიკაშვილი გორში დევნილების სანახავად წავიდა; მას თან ახლდა ბრიტანელი ჟურნალისტი, ენტონი ბათსი, რომელიც დოკუმენტური ფილმის გადაღებას აპირებს. უცხოელი ჟურნალისტი დევნილების პრობლემებს იღებდა, როდესაც დევნილთა ბანაკში საქართველოს ხელისუფლების მაღალჩინოსნები გამოჩნდნენ: თბილისის მერი გიგი უგულავა; პარლამენტარი კობა სუბელიანი, ლადო ვარძელაშვილი და ზურაბ ჩინჩილაკაშვილი. ვიდრე ოპერატორი გიგი უგულავას იღებდა, ჩინჩილაკაშვილი მიუახლოვდა წიწიკაშვილს და ყურში ჩასჩურჩულა: „შენ ვერ გაიგე, მე გუშინ რა გითხარი? არაღ დაგინახო რეგიონის ადმინისტრაციაში მოსული.“ და დაამატა, „ნეტავ, ჟურნალისტი არ იყო, მაშინ შემეძლებოდა შენი ცემა.“

ობსერვატორი შეშფოთებას გამოთქვამს საბა წიწიკაშვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტებზე, რომელიც მიზნად ისახავს, ჟურნალისტს ხელი შეეშალოს ადამიანის უფლებების დაცვით საქმიანობაში. ობსერვატორს სურს, შეახსენოს ყველას, რომ საქართველო ეუთოს წევრი ქვეყანაა და ის უნდა მოქმედებდეს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის მერვე პარაგრაფის შესაბამისად. აღნიშნული პარაგრაფი აცხადებს, რომ ეუთოს წევრი ქვეყნები ვალდებულები არიან „უზრუნველყონ ადამიანის უფლებათა დამცველების უსაფრთხოება, მხარდაჭერა და ყურადღებით მოეკიდონ მათს მოთხოვნებს.“ ობსერვატორი ასევე მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას, იმოქმედოს ევროსაბჭოს მინისტრების კომიტეტის დეკლარაციის შესაბამისად, რომელიც იცავს ადამიანის უფლებათა დამცველებს;  ხელისუფლებამ უნდა შექმნას გარემო ადამიანის უფლებათა დამცველების თავისუფალი საქმიანობის საწარმოებლად; მიიღოს ეფექტური ზომები  მათს დასაცავად, ხელის შესაწყობად და პატივის საცემად, უზრუნველყოს მათი მისაწვდომობა ეფექტურ საქმიანობაზე და აღკვეთოს მათ წინააღმდეგ ყველანაირი თავდასხმისა და ზეწოლის ფაქტები.

რა უნდა გაკეთდეს:

გთხოვთ, მიწერეთ საქართველოს ხელისუფლებას და სთხოვეთ:

i. მიიღონ ყველა ზომა, რათა საბა წიწიკაშვილის ფიზიკური და ფსიქოლოგიური უსაფრთხოება ნებისმიერ სიტუაციაში უზრუნველყოფილი იყოს;
ii. ბოლო მოეღოს საბა წიწიკაშვილის, უჩა ნანუაშვილის და საქართველოში მოღვაწე ყველა ადამიანის უფლებათა დამცველის მიმართ ნებისმიერი სახის ზეწოლას;
iii. ჩატარდეს სამართლიანი და მიუკერძოებელი გამოძიება ზემოთ ნახსენებ ფაქტებთან დაკავშირებით, დადგინდეს ყველა დამნაშავე და წარდგეს კომპეტენტური და მიუკერძოებელი სასამართლოს წინაშე; მათ წინააღმდეგ გამოყენებულ იქნას ადმინისტრაციული, სისხლის სამართლის ან სამოქალაქო კოდექსებით გათვალისწინებული სანქციები.
iv. შესრულდეს გაეროს გენერალური ანსამბლეის მიერ 1998 წლის 9 დეკემბერს ადამიანის უფლებათა დამცველებზე მიღებული დეკლარაციის მოთხოვნები; განსაკუთრებით პირველი მუხლი, რომელშიც ნათქვამია: „ყველას აქვს უფლება ინდივიდუალურად ან კოლექტიურად ხელი შეუწყოს ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტალური უფლებების დაცვასა და განხორციელებას როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო დონეზე.“ ასევე მუხლი 12.2, რომელიც აცხადებს, რომ „სახელმწიფომ უნდა მიიღოს ყველა საჭირო ზომა, რათა ყველას ჰქონდეს უფლება, ინდივიდუალურად და კოლექტიურად დაგმოს ნებისმიერი ძალადობის, მუქარის, შურისძიების დე-ფაქტო ან დე იურე დისკრიმინაციის, ზეწოლის ან ნებისმიერი სხვა უკანონო მოქმედების ფაქტები.“
v. გარანტირებული იყოს ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტალური თავისუფლებების პატივისცემა, რაც შეესაბამება ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციას და სხვა ადამიანის უფლებებზე შექმნილ ინსტრუმენტებს, რომელთა წევრი არის საქართველო.

ახალი ამბები