კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჰუმან რაითს ვოჩი

1 დეკემბერი, 2008

რუსეთი: დაიცავით მშვიდობიანი მოსახლეობა ოკუპირებულ საქართველოში

სამხრეთ ოსეთის რეგიონში ეთნიკური ნიშნით ძალადობისა და იზოლაციის საფრთხეა

,,ჰუმან რაითს ვოჩის“ განცხადებით, რუსეთის ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს ზომები ახალგორის რაიონში სამხრეთ ოსეთის მილიციელების მიერ ეთნიკურ ქართველებზე თავდასხმის აღსაკვეთად. რუსეთმა ასევე უნდა უზრუნველყოს რაიონის მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილება საქართველოს სხვა რეგიონებში და პირიქით.

„სამხრეთ ოსეთის მილიციის თანამშრომლები თავს ესხმიან ახალგორის ქართველ მოსახლეობას,“  - განაცხადა ტანია ლოკშინამ, ,,ჰუმან რაითს ვოჩის“ მოსკოვის ოფისის დირექტორის მოადგილემ, - „დროა, რუსეთი შეუდგეს სამხრეთ ოსეთში თავისი, როგორც ოკუპანტის, ვალდებულებების აღსრულებას და შეაჩეროს მოძალადეები“.

ახალგორის რაიონის მოსახლეობის დიდი ნაწილი ეთნიკურად ქართველია; რაიონი სამხრეთ ოსეთის აღმოსავლეთით მდებაროებს და მას ამჟამად რუსეთი და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული ხელისუფლება აკონტროლებს.

,,ჰუმან რაითს ვოჩის“ ექსპერტები 2008 წლის 20-21 ნოემბერს ახალგორის რაიონის სოფლებს ეწვივნენ; გაესაუბრნენ რამდენიმე ეთნიკურ ქართველს, რომელთა განცხადებით, სამხრეთ ოსეთის მილიციის თანამშრომლები თავს ესხმიან, ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ და ძარცვავენ ადგილობრივ მოსახლეობას. ,,ჰუმან რაითს ვოჩის“ წარმომადგენლებმა დოკუმენტური მასალები მოაგროვეს ოსი სამართალდამცველების მიერ ორ მოხუც ქართველზე ნოემბერში განხორციელებულ თავდასხმაზე; ინციდენტის დროს ერთ-ერთი მოხუცი გარდაიცვალა. როდესაც ,,ჰუმან რაითს ვოჩი“ ცდილობდა, გარდაცვლილის ნათესავებს გასაუბრებოდა,  მილიციის შეიარაღებული თანამშრომლები მოვიდნენ და ნათესავები განდევნეს.

2008 წლის აგვისტოს, საქართველო-რუსეთის ომამდე, ახალგორის რაიონი საქართველოს ხელისუფლების იურისდიქციაში შედიოდა. რუსული და ოსური შეიარაღებული ძალები იქ 17 აგვისტოს შევიდნენ. ამჟამად რუსული არმია განლაგებულია ახალგორის ორ სამხედრო ბაზაზე. რუსეთი, როგორც საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის მიხედვით აღიარებული ოკუპანტი მხარე, ვალდებულია, აღნიშნულ ტერიტორიაზე მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოება და კეთილდღეობა უზრუნველყოს.

ახალგორის საავადმყოფოს თანამშრომლებმა ,,ჰუმან რაითს ვოჩის“ წარმომადგენლებს აცნობეს, რომ ნოემბერში მათთან ვინმე თამაზი მკურნალობდა, მოხუცი მამაკაცი სოფელ ყანჩავეთიდან. თამაზმა მათ უამბო, რომ ცხვრებს მწყემსავდა, როცა რამდენიმე შეიარაღებულმა პირმა ცხვრის მოპარვა სცადა. როდესაც მწყემსმა პროტესტი გამოთქვა, მოძალადეებმა ცემა დაუწყეს. საავადმყოფოს თანამშრომლების განცხადებით, კლინიკაში მიყვანის დროს თამაზს სისხლი სდიოდა, აღენიშნებოდა მრავლობითი დაჟეჟილობები, ხელი მოტეხილი ჰქონდა,  სასქესო ორგანოები კი დაზიანებული. მოგვიანებით დაზარალებული დედაქალაქის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც იგი გარდაიცვალა. თამაზის ნათესავების ინფორმაციით,  მილიციის თანამშრომლები მეორე დღესვე ეწვივნენ ოჯახს და ერთ-ერთ მათგანს სიკვდილით დაემუქრნენ, თუ ოჯახი ძროხას არ მისცემდა.

21 ნომბერს, თამაზის დაკრძალვაზე ,,ჰუმან რაიტს ვოჩი“ გარდაცვლილის ნათესავებსა და მეზობლებს შეხვდა. აგრესიული და არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მილიციის თანამშრომლები სამხედრო მანქანით მივიდნენ დაკრძალვაზე.  სამი მამაკაცი მანქანიდან გადმოხტა და იმ ხალხისკენ გაემართა, რომელიც მიცვალებულს მიაცილებდა. ერთ-ერთი მათგანი იარაღით ხელში იდგა ნათესავები და ,,ჰუმან რაითს ვოჩის" წარმომადგენლებს შორის; ხოლო დანარჩენებმა ნათესავებს აიძულებს, იქაურობას გაშორებოდნენ. მილიციის თანამშრომლები მოგვიანებით დაემუქრნენ ,,ჰუმან რაითს ვოჩის“ მკვლევარებს და ცდილობდნენ, გაეგოთ, უთხრეს თუ არა ადგილობრივებმა მათ, რომ თამაზი ოსებმა მოკლეს.

„რუსეთის ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა აღკვეთოს მსგავსი ძალადობა და დანაშაულის ფაქტები,“ - განაცხადა ლოკშინამ. „მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოება დამოკიდებულია დანარჩენ სამყაროსთან ურთიერთობის შესაძლებლობაზეა.“

ახალგორის საავადმყოფოს თანამშრომლებმა ,,ჰუმან რაითს ვოჩთან“ საუბარში განაცხადეს, რომ ნოემბრის შუა რიცხვებში მათთან მკურნალობდა ვინმე 83 წლის ილო სოფელ კორინთადან. ილოს მათ უამბო, რომ ოთხმა ოსმა ის მხოლოდ იმის გამო სცემეს, რომ მას სახლში კედელზე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სურათი ჰქონდა ჩამოკიდებული. მოძალადეებმა მიიჩნიეს, რომ ილო სააკაშვილს თვლიდა საკუთარ პრეზიდენტად და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

სამხრეთ ოსეთის პოლიციის სამმა თანამშრომელმა დაადასტურა აღნიშნული ფაქტი ,,ჰუმან რაითს ვოჩთან“. ასევე დასძინეს, რომ თავადასმხელებიდან ერთ-ერთი დააკავეს და ახლა ცხინვალის პოლიციის განყოფილებაშია გადაგზავნილი. ,,ჰუმან რაითს ვოჩმა“ ვერ შეეძლო გადაემოწმებინა ინფორმაცია, დამნაშავე კვლავ იმყოფებოდა თუ არა ცხინვალის საპყრობილეში ან სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლება თუ ახორციელებს გამოძიებას აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით.

ახალგორის რაიონი ერთადერთი გზით უკავშირდება  ცხინვალს და ეს გზა საშინელ მდგომარეობაშია. ერთადერთი გამოსადეგი გზა ამ სოფლებიდან მიდის თბილისისკენ სოფელ ოძისის გავლით. რუს სამხედროებს სოფელ ოძისთან ბლოკპოსტი აქვთ გახსნილი და ქართულ პოლიციას იქ არ უშვებენ.

ადგილობრივი მოსახლეობას ამჟამად შეუძლია თბილისში წასვლა ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთით. თუმცა, გავრცელებულმა ინფორმაციამ თითქოს რუსი და ოსი ხელისულფლება ამ საზღვრის ჩაკეტვასაც აპირებს, მოსახლეობაში სერიოზული მღელვარება გამოწვია. თამარი, რომლის პირველი შვილიშვილი დეკემბერში უნდა დაიბადოს, ,,ჰუმან რაითს ვოჩთან“ საუბარში აცხადებდა: „ჩემი სამი ქალიშვილი ცხოვრობს თბილისში. როგორღა უნდა ვნახო მერე ისინი? და პატარა შვილიშვილს, რომელიც ახლა უნდა დაიბადოს, როგორღა ვნახავ? უკვე ვიცი, რომ გოგო იქნება, მაგრამ ვნახავ კი ოდესმე?“

ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის წარმომადგენელთა შეფასებით რაიონი ბევრმა ადგილობრივმა დატოვა მილიციის თანამშრომელებისა და საზღვრის ჩაკეტვის შიშით. ახალგორის სკოლის თანამშრომელი ,,ჰუმან რაითს ვოჩთან“ საუბარში აცხადებდა: „236 მოსწავლე გვყავდა და ახლა მხოლოდ 136 მოსწავლეღა დარჩა. ათი მასწავლებელიც წავიდა სამსახურიდან. რაიონში კვლავ იმყოფებიან შეიარაღებული ადამინები და ხალხს ეშინია. ასევე ჭორები დადის, რომ საზღვრები უნდა ჩაიკეტოს. ეს თუ მოხდა, ბოლო მოგვეღება. ახალგორის მოსახლეობისთვის თბილისი ყოველთვის მეორე სახლი იყო. თუ მასთან დამაკავშირებელ გზას მოგვიჭრიან, მაშინ აქ ვეღარ გავჩერდებით“.

„ადგილობრივი მოსახლეობა იმიტო გარბის, რომ ეშინიათ, დანარჩენ სამყაროსთან კავშირი არ დაკარგონ, შეიარაღებული, უკონტროლო მილიციელების ხელში არ დარჩნენ,“  - განაცხადა ლოკშინამ. „ვიდრე რუსული არმია სამხრეთ ოსეთში დარჩება, მათ ეკისრებათ პასუხისმგებლობა, დაიცვან წესრიგი და კანონი ადგილობრივი მოსახლეობის საკეთილდღეოდ, აღკვეთონ რეგიონში ეთნიკური ნიშნით ჩადენილი ძალადობა“.

აგვისტოს ომის დროს სამხრეთ ოსეთის მილიციის თანამშრომლებმა დაწვეს ეთნიკური ქართველების სახლების უმეტესი ნაწილი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე; შედეგად 200 000 ადამიანი დევნილად იქცა და ვეღარ ახერხებენ კონფლიქტის დასრულების შემდეგ სახლებში დაბრუნებას. 

ახალი ამბები