კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

შსს მაჰმადიანი მესხების საქართველოში დაბრუნებას ხელს უშლის

11 იანვარი, 2010

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალურ ოპერაციების დეპარტამენტის (სოდ) მოხელეებმა ქვემო ქართლის რეგიონში ე. წ. წითელი ხიდის საბაჟოზე დააკავეს არიფ ტაშტანოვი და მოახდინეს მისი მანქანის კონფისკაცია 2009 წლის 24 დეკემბერს. არიფ ტაშტანოვი აზერბაიჯანის მოქალაქეა; მას გადაჰქონდა ავეჯი მაჰმადიანი მესხის მემედ რაიმოვის ოჯახისთვის. რაიმოვები ახალციხის რაიონში აპირებდნენ დასახლებას. მათ ერთად დატვირთეს მანქანა ავეჯით.

თავდაპირველად მანქანა გაჩხრიკეს საბაჟოს მოხელეებმა, რომლებმაც გამოკითხეს ოჯახს, სად მიდიოდნენ. საბაჟოს მოხელეებმა გაიგეს თუ არა, რომ ისინი ახალციხის რაიონში აპირებდნენ დასახლებას, გზის გაგრძელების უფლება არ მისცეს და დაურეკეს სოდს. ამ ოჯახის გარდა 14 ადამიანზე მეტს უნდოდა საქართველოს საზღვრის გადაკვეთა სხვადასხვა მიზეზებით, მაგრამ ისინიც დააკავეს და საბაჟოზე 14:00 საათამდე დატოვეს. შემდეგ ისინი გადაიყვანეს სოდის შენობაში, სადაც ერთი ღამით დატოვეს. სოდში ყველა დაკითხეს და მეორე დღის 17:00 საათზე ყველანაირი განმარტებების გარეშე გაათავისუფლეს. დაკავების დროს მათ საპირფარეშოში გასვლის უფლებაც არ მისცეს. ხელი მოაწერინეს დოკუმენტს, რომ არ დატოვებდნენ საქართველოს სამი დღის განმავლობაში.

დაკავების მოტივი იყო უცნობი ნივთიერება, რაც თითქოს მანქანაში აღმოაჩინეს. დაკითხვის დროს არავის გამოუკითხავს უცნობი გარემოებები. სამართალდამცავებმა მხოლოდ ის გამოიკითხეს, რატომ ჩამოვიდნენ ისინი საქართველოში და რა იყო მათი საქართველოში დამკვიდრების მიზეზი. მათ ასევე გამოიკითხეს, ვინ აფინანსებდათ მათ, რომ სახლები ეყიდათ. სოდის თანამშრომლებმა მათ ასევე ჰქკითხეს ისმაილ (ისო) მოლიძის შესახებ, რომელიც ხელმძღვანელობს საქართველოში არსებულ მაჰმადიანი მესხების საზოგადოებას. ისინი სამშობლოში დაბრუნებულ მესხებს ეკითხებოდნენ მისი ვიზიტების შესახებ საზღვარგარეთ - რომელ საერთაშორისო ორგანიზაციებს ხვდებოდა იქ, რომელ არასამთავრობო და სამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობდა და ა.შ. მათ აგრეთვე აინტერესებდათ, რატომ ჩადიოდა მოლიძე თურქეთში და რა იყო მისი ხშირი სტუმრობის მიზანი ახალციხის რაიონში.

სამართალდამცავებმა არ მისცეს გზის გაგრძელების უფლება იმ ხალხს, რომლებიც მიდიოდნენ ახალციხის რაიონში; თუმცა, მათ, ვინც სხვა რაიონში მიდიოდა, ნება დართეს, წასულიყვნენ.

რეპატრირებული ოჯახის წევრები ახლა ისევ საქართველოში არიან; მძღოლი, რომელიც არ აპირებდა საქართველოში დარჩენას, აზერბაიჯანში ვერ ბრუნდება, რადგან მისი მანქანა დაკავებულია.

„ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ ამხილა მესხეთელი თურქების შევიწროების ფაქტი, რომლებიც ბრუნდებოდნენ საქართველოში და აგრეთვე, საზოგადოება „ვატანის“ ხელმძღვანელზე ინფორმაციის მოძიების ფაქტები.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, შეასრულოს ის ვალდებულებები, რაც ევროსაბჭოს წინაშე აიღო, რომ ხელს შეუწყობდა მაჰმადიანი მესხების  დაბრუნებას.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ მოუწოდებს საერთაშორისო ორგანიზაციებს, გააკონტროლოს მესხების სამშობლოში დაბრუნების პროცესი. ამ ინციდენტის შემდეგ კი მომავალში თავიდან უნდა ავიცილოთ მსგავსი შემთხვევები.

საზოგადოება „ვატანი“ 1997 წლიდან მუშაობს საქართველოში მაჰმადიანი მესხების საქართველოში დაბრუნების საკითხებზე. ამ საზოგადოების მიზანია, ხელი შეუწყოს მესხეთელი თურქების საქართველოში დაბრუნებას და დაიცვას მათი უფლებები.

ახალი ამბები