04:10, Sunday, 20.04.2014
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

არასამთავრობო ორგანიზაციები ეხმაურებიან 14 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შსს-ს) მიერ გავრცელებულ კომენტარს 7 ივლისს მესტიაში ჩატარებული ოპერაციის შესახებ(1)

16.07.2010
2010 წლის 16 ივლისი

ოთხი ორგანიზაცია-"ადამიანის უფლებათა ცენტრი ","საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო", "სამართალიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" და "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" -ვეხმაურებით შსს-ს მიერ 14 ივლისს გაკეთებულ განცხადებას და უპირველეს ყოვლისა, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ სახელმწიფოს ძალისხმევას, ებრძოლოს უკანონობას და კორუფციას ქვეყანაში და მზად ვართ ამ ბრძოლაში მაქსიმალური წვლილი შევიტანოთ.

10 ივლისს ჩვენს მიერ გავრცელებული ერთობლივი განცხადება სწორედ ამ მიზანს ემსახურება _ჩატარდეს მიუკერძოებელი გამოძიება და პროცესები გამჭვირვალედ წარიმართოს. ჩვენი განცხადების სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციების თავიდან აცილების მიზნით დამატებით გვსურს ხაზი გავუსვათ იმ საკითხებს, რომლებზეც ყურადღების გამახვილება მნიშვნელოვნად მიგვაჩნია. კერძოდ, ეს საკითხებია:

გამოძიების ჩატარების პროცედურები და ვადები: შსს-ს 14 ივლისის განცხადებაში აღნიშნულია, რომ კანადელი ინვერსტორის წარმომადგენელმა დავით ქუხილავამ 2010 წლის 2 ივლისს განცხადებით მიმართა შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარ სამმართველოს 1 ივლისს მასზე განხორცილებული გამოძალვის ბრალდებით(2) შსს-ს მხრიდან მოხდა მყისიერი რეაგირება და უკვე 7 ივლისს განხორციელდა სპეცოპერაცია, რომლის შედეგადაც დაკავებულ იქნა ოთხი ადამიანი.

გამოდის, რომ შსს-მ დაზარალებულის მიმართვიდან 5 დღის ვადაში შესძლო დაეწყო და დაესრულებინა სპეცოპერაცია _ მოეპოვებინა სხვადასხვა სახის მტიცებულებები (მათ შორის სატელეფონო საუბრების ჩანაწერები), დაეგეგმა სპეცოპერაცია და წარმატებით განეხორციელებინა იგი.
 
შსს-ს ასეთი ოპერატიულობის საპირისპიროდ, 3 მაისს მესტიაში ადგილობრივი ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხრიდან ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებზე განხორციელებული ზეწოლის ფაქტის გამოძიება დღესაც არ დასრულებულა. მეტიც, მიუხედავად იმისა, რომ ამ ინციდენტთან დაკავშირებით არსებობდა არაერთი მტკიცებულება (არა ერთის, არამედ რამდენიმე მოწმის (მათ შორის ამჟამად ბრალდებულის, მესტიის საკრებულოს წევრის ნელი ნავერანის, რომელიც თავიდანვე
დაუფარავად საუბრობდა ამ საკითხებზე) და დაზარალებულის ჩვენება, ინციდენტის ამსახველი ვიდეო მასალა და ა.შ.), გამოძიებამ მოწმეების დაკითხვა მხოლოდ თვენახევრის შემდეგ _ ივნისის მეორე ნახევრიდან დაიწყო. ერთ-ერთი პირველი მოწმე – მირზა დადვანი დასაკითხად საკუთარი სახლიდან დილის 5 საათზე წაიყვანეს ზუგდიდში, ისე, რომ მისი ოჯახის წევრებმა მისი ადგილსამყოფელი და ძალოვნების მიერ სახლიდან წაყვანის მიზეზი საღამომდე არ იცოდნენ.

რჩება შთაბეჭდლება, რომ იქ სადაც ხელისუფლების ინტერესი მაღალია, გამოძიების ჩატარებასა და ეჭვმიტანილის გამოვლენას რამდენიმე დღე სჭირდება. ხელისუფლების მხრიდან დაინტერესების არარსებობის შემთხვევაში კი პროცესები თვეობით ჭიანურდება. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ბუნებრივად ჩნდება კითხვა, ხომ არ უკავშირდება ძალოვანი უწყებების ამგვარი დაინტერესება დაკავებული საკრებულოს წევრის პოლიტიკურ აქტიურობას წინასაარჩევნო პერიოდსა და საკრებულოს წევრობის დროს?!

უდანაშაულობის პრეზუმფცია: სამწუხაროდ, კვლავ გრძელდება ის მანკიერი პრაქტიკა, რომელსაც აქამდეც ჰქონდა ადგილი _ სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანამდე ისეთი განცხადებების გაკეთება, რომელიც უდანაშაულობის პრეზუმფციას უგულებელყოფს. ამის მაგალითია, საქართველოს პრეზიდენტის მიერ 14 ივლისს გაკეთებული განცხადება(3),სადაც ის სწორედ მესტიაში ჩატარებულ სპეცოპერაციას გამოეხმაურა და უცხოელ ინვესტორებთან წილში ჩაჯდომის გამო, მათ "მრავალი შემდგომი წლის განმავლობაში.…საქართველოს ევროპული რანგის საპატიმროებში" ყოფნა უწინასწარმეტყველა. უნდა აღინიშნოს, რომ დაკავებულები ორთვიან წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან და მათ უნარჩუნდებათ უდანაშაულობის პრეზუმფცია.

სწორედ ამ გარემოებების გათვალისწინებით, დაკავების პოლიტიკური მოტივების გამოსარიცხად, მოვითხოვთ გამოძიების ღიად და გამჭვირვალედ ჩატარებას, არსებული მტკიცებულებების სრულ ხელმისაწვდომობას (როგორც ამას ბატონი შოთა უტიაშვილი 14 ივლისის განცხადებაში გვთავაზობს), მათ შორის ტელეკომპანიების "რუსთავი 2-ის" და "იმედის" საშუალებით გავრცელებული ვიდეო მასალის დაუმონტაჟებელ, სრულ ვერსიას, არსებულ სატელეფონო ჩანაწერებს და კანადელი ინვესტორის საკონტაქტო ინფორმაციას.

საკონტაქტო პირი: ნანა ლობჟანიძე
მობილური: 899 210 309
ელ-ფოსტა:nana@transparency.ge

1. შსს განცხადების ტექსტი:http://www.police.ge/index.php?m=8&newsid=1179&lng=geo
2. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით,მესტიაში აღნიშნული მიწის ნაკვეთი კანადელმა ინვესტორმა უილიამ ჯეიმს სიმფსონმა მიმდინარე წლის 25 ივნისს დაირეგისტრირა.
3. http://www.civil.ge/geo/article.php?id=2296
Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
თქვენი აზრით, ირღვევა თუ არა წინა ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნების უფლებები?
ირღვევა არ ირღვევა არა ვარ ინფორმირებული მიჭირს პასუხის გაცემა

ბლოგი

მშიერი კომისიის წევრები და გაბრაზებული თავმჯდომარეები ბათუმში
არჩვენებს 2003 წლიდან ვაკვირდები. არც ერთი არჩევნები არ გამომიტოვებია, რასაც ვერ ვიტყოდი ჩემი საარჩევნო ხმის უფლების გამოყენებაზე - ყველა არჩევნებზე, იმის გამო რომ
ვრცლად...
ბეჭედი ნაკვეთურის გარეშე და ორსახელიანი ამომრჩეველი გურიაში
პირველად დამკვირვებლის სტატუსით
არქივი
    

რედაქტორის აზრი

პატიმართა მასობრივი პროტესტის მიზეზები
ბოლო ხანს მედიაში ერთ-ერთი აქტუალური თემაა პატიმართა პროტესტი გეგუთის კოლონიაში. ასობით პატიმარი პროტესტის სხვადასხვა ზომებს მიმართავს და კოლონიის დირექტორის გადაყენებას მოითხოვს. ისინი საპატიმროს
ვრცლად...
შემოდგომის ბუზი
ადამიანის უფლებათა ცენტრი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს დააკვირდება
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2014 HRIDC