კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კონკურსი სტრატეგიული საქმის შესარჩევად.

კონკურსი სტრატეგიული საქმის შესარჩევად.

პროექტის საერთაშორისო პარტნიორები არიან “ნიდერლანდების ჰელსინკის კომიტეტი” და “ინთერაითსი” (დიდი ბრიტანეთი); რეგიონალური პარტნიორები _  “ბარა” (სომხეთი) და “სამართლებრივი განათლების საზოგადოება” (აზერბაიჯანი). პროექტი დაფინანსებულია ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ დამოუკიდებელ ადვოკატებს, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებსაც წარმოებაში აქვთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ქვემდებარე საქმე.

საქმის შერჩევის ძირითადი კრიტერიუმები: 
• დისკრიმინაცია სქესის, ეროვნების და სექსუალური ორიენტაციის საფუძველზე;
• უკანონო ადმინისტრაციული პატიმრობა; არასათანადო სამედიცინო   პირობები სასჯელაღსულების დაწესებულებებში; არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა წინასწარი პატიმრობისას;
• სოციალური და კულტურული უფლებების დარღვევა განათლების და ჯანმრთელობის სფეროში;
• სახელმწიფოს მიერ საკუთრების უკანონო ჩამორთმევა;
• გამოხატვის თავისუფლება;
• შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება
• პრიორიტეტი მიენიჭებათ 2007 წლის ნოემბრის მოვლენებთან დაკავშირებულ საქმეებს.

პროექტის ფარგლებში, ევროსასამართლოში საქმის პერსპექტიულობის გაზრდის მიზნით, მოხდება შერჩეული საქმეზე ინტერაითსის იურისტის მიერ სამართლებრივი დახმარების გაწევა (საქმეზე არგუმენტების ჩამოყალიბება, განაცხადის შედგენა და სხვ.) მოხდება აგრეთვე გარკვეული ხარჯების ანაზღაურება.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა ადვოკატებმა უნდა წარმოადგინოთ შემდეგი დოკუმენტები (ინგლისურ ან რუსულ ენაზე):

•  CV;
• საქმის მოკლე აღწერილობა შესაბამისი დარღვევების მითითებით;
• საქმის სამართლებრივი შეფასება და მოსალოდნელი შედეგები;
• შესაბამისი დოკუმენტების ასლები (საჩივარი, გადაწყვეტილება, სასამართლო განაჩენი და წინადადებები) რომლებიც დაკავშირებულია მოცემულ საქმესთან;

დაინტერესებულმა ადვოკატებმა ზემოაღნიშნული დოკუმენტები უნდა გამოაგზავნონ ელ. ფოსტით შემდეგ მისამართზე:  shorena@article42.ge.

 

 

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 1 ნოემბერი, 2008 წელი.

 

საკონტაქტო პირი: შორენა ნაზღაიძე
ტელ: +995 (32) 998856
ტელ/ფაქსი: +995 (32) 932859.
http://www.article42.ge/