"ადამიანის უფლებათა ცენტრი" კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის წევრად აკაკი სიხარულიძის დანიშვნას აპროტესტებს
18.03.2009
არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანის უფლებათა ცენტრი" კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის წევრად აკაკი სიხარულიძის დანიშვნას აპროტესტებს. როგორც ცნობილია, პარლამენტმა სიხარულიძე კომისიის წევრად დღეს დაამტკიცა საპარლამენტო უმრავლესობის კვოტით.
"ადამიანის უფლებათა ცენტრს" მიაჩნია, რომ ისეთი ადამიანები, რომლებიც მხილებულნი არიან კორუფციაში და უხეშად არღვევდნენ ჟურნალისტების უფლებებს, ასეთ საპასუხისმგებლო თანამდებობებზე არ უნდა ინიშნებოდნენ.
"აკაკი სიხარულიძე როცა გურჯაანის რაიონის გამგებელი იყო, სწორედ მაგ დროს მოხდა ჩემზე თავდასხმა, საცხოვრებელ სახლში ხელყუმბარის აფეთქება და მკვლელობის მცდელობა. ამ ფაქტებამდე გამგებელი არაერთხელ ვამხილეთ ადგილობრივი ბიუჯეტიდან დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვაში, რაზედაც ის აგრესიას ღიადაც გამოხატავდა. სიხარულიძე, რომელიც სამსახურში მუდმივად ნასვამ მდგომარეობაში იყო, პრეზიდენტ სააკაშვილის ოჯახის ახლობელია და ამიტომაც მისთვის ყველაფერი დასაშვებია", - განაცხადა "ადამიანის უფლებათა ცენტრის" ინტერნეტ გაზეთის ჟურნალისტმა გელა მთივლიშვილმა.
"ადამიანის უფლებათა ცენტრი"
სხვა სიახლეები
პარლამენტის თავმჯდომარემ დაცვის წევრების ქმედებებზე ისაუბრა
შსს სხეულზე სატარებელი ვიდეო-სამეთვალყურეო კამერის შეძენას გეგმავს
სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქმეზე პატიმრობაში მყოფ პირებზე ზეწოლის ფაქტები გამოძიებული უნდა იქნეს
კუდ–ის კახეთის სამმრთველოს ყოფილი უფროსის, ლალიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
წალკიდან დაბრუნებული ეკომიგრანტების ავტომანქანები დააჯარიმეს
არქივი
ბლოგი
ქართული პოლიტიკური რეკლამის ისტორიული ექსკურსი
ვრცლად...
წინასაარჩევნო სარეკლამო დაპირებები
პოლიტიკური რეკლამების ხარისხი და მიზანი
რედაქტორის აზრი
ადამიანის უფლებათა ცენტრი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს დააკვირდება
ვრცლად...
საერთაშორისო ზეწოლის შედეგად სახელმწიფო აუდიტმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ რეპრესიები შეაჩერეს
აგვისტოს ომი - ვინ არის დამნაშავე?
გამოკითხვა
თქვენი აზრით, პარლამენტის მიერ ცოტა ხნის წინ გათავისუფლებული პოლიტპატიმრები იმსახურებდნენ თუ არა განთავისუფლებას?

