08:11, Tuesday, 18.06.2013
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადება სანდრო გირგვლიანის მკვლელების გათავისუფლებასთან დაკავშირებით

07.09.2009
ადამიანის უფლებათა ცენტრი შეშფოთებას გამოთქვამს სანდრო გირგვლიანის მკვლელებისთვის სასჯელის ფორმის შეცვლასთან და მათ ფაქტობრივ (პირობით) გათავისუფლებასთან დაკავშირებით. ვფიქრობთ, რომ მკვლელების შეწყალება ძალოვან უწყებებში პასუხისმგებლობის გრძნობის კლებას და დაუსჯელობის სინდრომის გაზრდას გამოიწვევს.

გირგვლიანის მკვლელების შეწყალებითა და გათავისუფლებით საქართველოს ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ის მართლაც პირადად იყო დაინტერესებული ამ საქმის მიჩქმალვითა და დამნაშავეებისათვის ხელის დაფარებით. ფაქტია ისიც, რომ საქმე არ იყო სრულყოფილად გამოძიებული და გამოძიებამ პასუხი არ გასცა, იმ ძირითად კითხვებს, რომლებიც ამ საქმესთან დაკავშირებით საზოგადოებას დღემდე აწუხებს. კონკრეტულად საუბარია შინაგან საქმეთა მინისტრის და სამინისტოს სხვა მაღალი თანამდებობის პირების კავშირზე ამ მკვლელობასთან.

ეჭვს იმის შესახებ რომ ხელისუფლება დაინტერესებული იყო საქმის მიჩქმალვით ადასტურებს ის ფაქტი, რომ საზოგადოების მხრიდან პროტესტის გამოთქმამდე შინაგან საქმეთა მაღალჩონისნებთან დაკავშირებულ საქმეს თავად შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებდა.

მიგვაჩნია, რომ ხელისუფლება ამ გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ წავიდა საზოგადოების წინააღმდეგ და ვგმობთ მის ასეთ უპასუხისმგებლობას.

უჩა ნანუაშვილი, ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი:

„გირგვლიანის მკვლელების გათავისუფლება შეიძლება ცალსახად შეფასდეს, როგორც საზოგადოების მასხრად აგდება. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო მოვლენა უკანასკნელი წლების საქართველოს ისტორიაში. ეს ფაქტი მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოში არსებობს შერჩევითი სამართალი, რომ სამართალდამცავები და თანამდებობის პირები დაცულნი არიან მათ მიერ ჩადენილი ნებისმიერი დანაშაულზე პასუხისგებისაგან. ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნათელია, რომ რაც არ უნდა ჩაიდინონ ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებმა და ქვეყნის მაღალჩინოსნებმა - პასუხს არავინ აგებინებს. ამით ხელისუფლება ხელს უწყობს და ამკვიდრებს დაუსჯელობის სინდრომს“.

შეგახსენებთ, რომ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის გამო სასჯელს 4 პატიმარი - გია ალანია, მიხეილ ბიბილური, ალექსანდრე ღაჭავა და ავთანდილ აფციაური იხდიდა. ოთხივე შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომელი იყო. იმის გამო რომ, ამ ბრალდებულებისთვის სასჯელი მაქსიმალურად მსუბუქი ყოფილიყო, საქართველოს პარლამენტმა კანონმდებლობაში ცვლილებები შეიტანა. აღსანიშნავია ისიც, რომ საპარლამენტო უმცირესობის მოთხოვნა, რომელიც გირგვლიანის საქმის შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის შექმნას ითვალისწინებდა, უარყოფილი იყო საპარლამენტო უმრავლესობის მიერ.

გირგვლიანის მკვლელებს სასამართლომ 2006 წლის ივლისში არაადეკვატურად მსუბუქი სასჯელი გამოუტანა. გია ალანიას 8, ხოლო დანარჩენებს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

2008 წლის 23 ნოემბერში მათ სასჯელი გაუნახევრდათ, საინტერესოა ისიც, რომ შეწყალების კომისიის მიერ პრეზიდენტისთვის გადასაცემად გამზადებულ სიებში, გირგვლიანის მკვლელების გვარები კომისიის ოპოზიციურ პარტიათა წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებული წევრების გვერდის ავლით ჩაწერეს. ორი დღის წინ კი პრეზიდენტის შეწყალებით პატიმრები პირობით გაათავისუფლეს. სასჯელს ისინი მონასტერში მოიხდიან.

სხვა სიახლეები


ბლოგი

ქართული პოლიტიკური რეკლამის ისტორიული ექსკურსი
2005 წელს ამერიკელმა მკვლევარებმა დაადგინეს, რომ სატელევიზიო პოლიტიკურ რეკლამებს ამომრჩევლის ნების ფორმირებაზე მხოლოდ ხანმოკლე (ასე - ორკვირიანი), ზეგავლენის მოხდენა შეუძლია.
ვრცლად...
წინასაარჩევნო სარეკლამო დაპირებები
პოლიტიკური რეკლამების ხარისხი და მიზანი
არქივი

რედაქტორის აზრი

ადამიანის უფლებათა ცენტრი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს დააკვირდება
ადამიანის უფლებათა ცენტრი იწყებს ახალი პროექტის განხორციელებას, რომლის ფარგლებშიც, ცენტრის იურისტები და ჟურნალისტები ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს მონიტორინგს გაუწევენ. 
ვრცლად...
საერთაშორისო ზეწოლის შედეგად სახელმწიფო აუდიტმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ რეპრესიები შეაჩერეს
აგვისტოს ომი - ვინ არის დამნაშავე?
არქივი
    
გამოკითხვა
უნდა განადგურდეს თუ არა უკანონოდ მოპოვებული ოპერატიული მასალების არქივი?
უნდა განადგურდეს დაუყოვნებლივ ჯერ კომისიამ შეისწავლოს და მერე განადგურდეს არ უნდა განადგურდეს მიჭირს პასუხის გაცემა


თემები

კატეგორიები
Copyright © 2004 - 2013 HRIDC