კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პარლამენტის შენობის წინ 25-ე არხის მხარდასაჭერად ჟურნალისტების აქცია გაიმართება

პარლამენტის შენობის წინ 25-ე არხის მხარდასაჭერად ჟურნალისტების აქცია გაიმართება

ოთხშაბათს, 21 ოქტომბერს, 13:00 საათზე, საქართველოს რეგიონებში მომუშავე ჟურნალისტები, აჭარის ტელეკომპანია „25-ე არხის“ მხარდასაჭერად, თბილისში, პარლამენტის შენობის წინ შეიკრიბებიან.

ჟურნალისტები ტელეკომპანიისთვის დაკისრებული იმ ვალების ჩამოწერას ითხოვენ, რომელიც „25-ე არხს“ იმ პერიოდზე დააკისრეს, როცა აჭარაში, ასლან აბაშიძის მმართველობის დროს, ტელეკომპანია მეპატრონეებს წართმეული ჰქონდათ.

ამავე დღეს, ტელეკომპანია „25-ე არხის“ მხარდასაჭერად აქციები გაიმართება საფრანგეთის ქალაქ ლილშიც, მოგვიანებით კი, 29 ოქტომბერს, ევროსამიტის დროს, ბრიუსელში. უცხოელ ჟურნალისტებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, ყველა შეხვედრასა და პრესკონფერენციაზე, მხარდაჭერის ნიშნად, მკერდზე აჭარის ტელეკომპანია „25-ე არხის“ ლოგო ექნებათ მიმაგრებული.

აქციას „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ჟურნალისტებიც შეუერთდებიან.

დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ჩვენი ორგანიზაციის კახეთის რეგიონული ოფისის კოორდინატორსა და ჟურნალისტ გელა მთივლიშვილს – 877 528 808, ან სხვა საკონტაქტო პირებს: ია მამალაძე – 899 373 375, ია ბობოხიძე – 899 740 760.