კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კონფლიქტის მოგვარების საკითხებში ექსპერტები, შავი ზღვის რეგიონის სამშვიდობო პლატფორმის ინიციატივით, ბუქარესტში შეიკრიბნენ

2009 წლის 1 ნოემბერი

2009 წლის 28-31 ოქტომბერს, კონფლიქტის მოგვარების საკითხებში სამოქალაქო საზოგადოების ექსპერტებმა სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, საქართველოდან, მოლდავეთიდან, რუმინეთიდან და უკრაინიდან (მთიანი ყარაბახისა და დნესტრისპირეთის ჩათვლით), ბუქარესტში, გაეროს ოფისსა და რედისონის სასტუმროში შეხვედრა გამართეს. 25 კონფლიქტოლოგი შავი ზღვის რეგიონის მუდმივმოქმედი სამშვიდობო პლატფორმაზე სამუშაოდ შეიკრიბა.

აღნიშნული პლატფორმა იქნება ინკლუზიური, გამჭვირვალე, დემოკრატიული მმართველობის მქონე. ეს იქნება პლატფორმა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს რეგიონალური სამოქალაქო საზოგადოების ეფექტური თანამშრომლობა, მან ხელი უნდა შეუწყოს რეგიონის სამოქალაქო საზოგადოებებს შორის გამოცდილების გაზიარებას. პლატფორმა დამოუკიდებელი, რეგიონის სპეციფიკას მორგებული, ადგილობრვი გამოცდილების გათვალისწინებით შექმნილი ინიციატივაა, რომელსაც შავი ზღვის რეგიონში მოქმედი ორგანიზაციები და ინსტიტუციები განავითარებენ. პლატფორმის მიზანია შავი ზღვის რეგიონში ადგილობრივ, ეროვნულ და რეგიონალური დონეზე არსებული კონფლიქტების ტრანსფორმაციის ხელშეწყობა, ძალადობის აღკვეთა და მშვიდობისმყოფელი საქმიანობის ეფექტურობის უზრუნველყოფა.

სამუშაო შეხვედრის მონაწილეები 2009 წლის 28-31 ოქტომბერს შეთანხმდნენ, რომ გააგრძელონ შავი ზღვის რეგიონის მშვიდობის პლატფორმაზე მუშაობა რეგიონალური ვებპორტალისა და ექსპერტთა მუშა ჯგუფის შექმნით. ეროვნულ დონეზე სამოქალაქო საზოგადოების წამომადგენლებისათვის 2009 წელს მრგვალი მაგიდები კიშინოვში, ერევანსა და თბილისში გაიმართება. რეგიონის სხვა დედაქალაქებში კი მსგავსი შეხვედრები 2010 წელს შედგება.

შავი ზღვის რეგიონის მშვიდობის პლატფორმის შექმნის ინიციატივით მანამდე შეხვედრები კლუჯ-ნაპოკაში, ბრიუსელში, კიევსა და ბუქარესტში გაიმართა.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით:

დენის მატვეევი + 40 741 610 170 (ინგლისური და რუსული ენები)
კორინა სიმონი  + 40 742 989 398 (რუმინული და ინგლისური ენები)

***

რედაქტორის შენიშვნა: შავი ზღვის მშვიდობის პლატფორმის ინიციატივა შეიქმნა 2008 წლის ნოემბერში. მის განვითარებაზე ზრუნავენ პროფესიული სამოქალაქო ორგანიზაციები, რომლებიც სამშვიდობო, კონფლიქტის მოგვარების და ძალადობის აღკვეთის პროექტებზე მუშაობენ რეგიონში. ინიციატივაში მონაწილეობა მიიღეს ორგანიზაციებმა სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, საქართველოდან, მოლდავეთიდან, რუმინეთიდან, რუსეთიდან, თურქეთიდან და უკრაინიდან (ყირიმის, მთიანი ყარაბახისა და დნესტრისპირეთის ჩათვლით). ინიციატივის მიზანია უფრო გააფართოვოს ქსელი და მოიწვიოს ორგანიზაციები ბულგარეთიდან, ასევე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტური რეგიონებიდან.

პლატფორმის ინიციატივის პირველი შეხვედრა შედგა ბუქარესტში 2008 წელს და ბოლო 2009 წელს ისევ ბუქარესტში შავი ზღვის რეგიონის არასამთავრობო ორგანიზაციების ფორუმის ხელშეწყობით. 2009 წელს ფორუმის დევიზი იყო „არასამთავრობო ორგანიზაციები კრიზისის პერიოდში“ და ის მოეწყო ფონდ, რუმინული პლატფორმა არასამათავრობო ორგანიზაციების განვითარებისათვის და რუმინეთის სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ფონდის მიერ.
კონფლიქტის მოგვარების საკითხებში ექსპერტები, შავი ზღვის რეგიონის სამშვიდობო პლატფორმის ინიციატივით, ბუქარესტში შეიკრიბნენ

2009 წლის 1 ნოემბერი

2009 წლის 28-31 ოქტომბერს, კონფლიქტის მოგვარების საკითხებში სამოქალაქო საზოგადოების ექსპერტებმა სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, საქართველოდან, მოლდავეთიდან, რუმინეთიდან და უკრაინიდან (მთიანი ყარაბახისა და დნესტრისპირეთის ჩათვლით), ბუქარესტში, გაეროს ოფისსა და რედისონის სასტუმროში შეხვედრა გამართეს. 25 კონფლიქტოლოგი შავი ზღვის რეგიონის მუდმივმოქმედი სამშვიდობო პლატფორმაზე სამუშაოდ შეიკრიბა.

აღნიშნული პლატფორმა იქნება ინკლუზიური, გამჭვირვალე, დემოკრატიული მმართველობის მქონე. ეს იქნება პლატფორმა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს რეგიონალური სამოქალაქო საზოგადოების ეფექტური თანამშრომლობა, მან ხელი უნდა შეუწყოს რეგიონის სამოქალაქო საზოგადოებებს შორის გამოცდილების გაზიარებას. პლატფორმა დამოუკიდებელი, რეგიონის სპეციფიკას მორგებული, ადგილობრვი გამოცდილების გათვალისწინებით შექმნილი ინიციატივაა, რომელსაც შავი ზღვის რეგიონში მოქმედი ორგანიზაციები და ინსტიტუციები განავითარებენ. პლატფორმის მიზანია შავი ზღვის რეგიონში ადგილობრივ, ეროვნულ და რეგიონალური დონეზე არსებული კონფლიქტების ტრანსფორმაციის ხელშეწყობა, ძალადობის აღკვეთა და მშვიდობისმყოფელი საქმიანობის ეფექტურობის უზრუნველყოფა.

სამუშაო შეხვედრის მონაწილეები 2009 წლის 28-31 ოქტომბერს შეთანხმდნენ, რომ გააგრძელონ შავი ზღვის რეგიონის მშვიდობის პლატფორმაზე მუშაობა რეგიონალური ვებპორტალისა და ექსპერტთა მუშა ჯგუფის შექმნით. ეროვნულ დონეზე სამოქალაქო საზოგადოების წამომადგენლებისათვის 2009 წელს მრგვალი მაგიდები კიშინოვში, ერევანსა და თბილისში გაიმართება. რეგიონის სხვა დედაქალაქებში კი მსგავსი შეხვედრები 2010 წელს შედგება.

შავი ზღვის რეგიონის მშვიდობის პლატფორმის შექმნის ინიციატივით მანამდე შეხვედრები კლუჯ-ნაპოკაში, ბრიუსელში, კიევსა და ბუქარესტში გაიმართა.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით:

დენის მატვეევი + 40 741 610 170 (ინგლისური და რუსული ენები)
კორინა სიმონი  + 40 742 989 398 (რუმინული და ინგლისური ენები)

***

რედაქტორის შენიშვნა: შავი ზღვის მშვიდობის პლატფორმის ინიციატივა შეიქმნა 2008 წლის ნოემბერში. მის განვითარებაზე ზრუნავენ პროფესიული სამოქალაქო ორგანიზაციები, რომლებიც სამშვიდობო, კონფლიქტის მოგვარების და ძალადობის აღკვეთის პროექტებზე მუშაობენ რეგიონში. ინიციატივაში მონაწილეობა მიიღეს ორგანიზაციებმა სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, საქართველოდან, მოლდავეთიდან, რუმინეთიდან, რუსეთიდან, თურქეთიდან და უკრაინიდან (ყირიმის, მთიანი ყარაბახისა და დნესტრისპირეთის ჩათვლით). ინიციატივის მიზანია უფრო გააფართოვოს ქსელი და მოიწვიოს ორგანიზაციები ბულგარეთიდან, ასევე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტური რეგიონებიდან.

პლატფორმის ინიციატივის პირველი შეხვედრა შედგა ბუქარესტში 2008 წელს და ბოლო 2009 წელს ისევ ბუქარესტში შავი ზღვის რეგიონის არასამთავრობო ორგანიზაციების ფორუმის ხელშეწყობით. 2009 წელს ფორუმის დევიზი იყო „არასამთავრობო ორგანიზაციები კრიზისის პერიოდში“ და ის მოეწყო ფონდ, რუმინული პლატფორმა არასამათავრობო ორგანიზაციების განვითარებისათვის და რუმინეთის სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ფონდის მიერ