22:38, Friday, 22.08.2014
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

მაია ჩიგოევა-ცაბოშვილი: „ქართველები და ოსები განწირულები ვართ თანაცხოვრებისთვის“

26.07.2010

მარი ოთარაშვილი

არასამთავრობო ორგანიზაცია „იბერ-ირონის“ თავმჯდომარე მაია ჩიგოევა ცაბოშვილი ამჟამად კანადაში ემიგრანტია. თუმცა, როგორც „ადამიანის უფლებათა ცენტრთან“ საუბრისას აღნიშნავს, არ სურს თავის ემიგრანტობაზე ღიად საუბარი, რათა მოსკოვსა და ცხინვალში ამ თემას არასასურველი ინტერპრეტაცია არ მიეცეს. ერთი რამ ცხადია - როგორც გოჩა ძასოხოვმა, ლერი ხაბელოვმა და არსენ კასაბიევმა, მაია ცაბოშვილმა-ჩიგოევამაც ვეღარ შეძლო ცხოვრება „რევოლუციურ საქართველოში“.
   
- ქალბატონო მაია, ხშირად საუბრობენ და ვერ არკვევენ, რა რაოდენობის მოსახლეობა ცხოვრობს ამჟამად სამხრეთ ოსეთში. თქვენ თუ გაქვთ რაიმე ინფორმაცია?

- სამხრეთ ოსეთის გასული წლის დე ფაქტო პარლამენტის არჩევნებისას კოკოითის განცხადებით, 55 000-მა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა. ვინც არ მიიღო მონაწილეობა, ასეთად დაახლოებით 30 000-მდე დაასახელეს და მთლიანად მოსახლეობის რიცხვი 80 000-მდე გამოიყვანეს. ეს საკმაოდ არარეალური ციფრია. ჩემი აზრით, რეალურად სამხრეთ ოსეთის მოსახლოების რაოდენობა 20-30 ათასი უნდა იყოს.    

-დღესდღეობით არსებობენ ეთნიკურად ოსი მოქალაქეები, რომლებსაც საქართველოსგან შემობრუნება აღარ უნდათ. მათ ჩვენთან საუბრისას აღნიშნეს, რომ ქართველებისგან ბევრი ტკივილი და დარტყმა იწვნიეს და საქართველოსთან ინტეგრაცია ამის გამო აღარ სურთ. უფრო მეტიც, აცხადებენ, რომ ქართველები სამხრეთ ოსეთს, როგორც ცალკე სახელმწიფოს, ბოლოს და ბოლოს უნდა შეეგუონ. როგორ ფიქრობთ, ეს განწყობა დროებითია თუ?..

_ გამოთქმაა ასეთი: „არასოდეს თქვა არასოდეს“. 2008 წლის აგვისტოდან ჯერ ორი წელი გავიდა. შესაბამისად, ჭრილობები ჯერ კიდევ მოუშეშებელია. 90-იან წლებში არანაკლები კონფლიქტი იყო, მაგრამ გარკვეული დროის მერე ქართველებმა და ოსებმა კვლავ გამონახეს ყოფით დონეზე საერთო ენა. მე ყოველთვის ვამბობ: ქართველები და ოსები განწირულები ვართ თანაცხოვრებისთვის – ამ სიტყვების კარგი გაგებით!

მართალია, მოხდა რუსეთის (და რამდენიმე ქვეყნის მხრიდან) სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლოების აღიარება, მაგრამ თუკი საქართველოს ხელისუფლებაში მოვა ძალა, ვისაც ექნება ნება და უნარიც დიპლომატიური და მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზით გადაწყვიტოს კონფლიქტი, ყველაფერი აღდგება.

- სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში, თემურ იაკობაშვილმა ჟენევის დისკუსიებზე კომენტირებისას გვითხრა: „ვისთან უნდა გვქონდეს მოლაპარაკება, ჩოჩიევთან? თავი მასხრად უნდა ავიგდო?!“ თქვენ კი დიპლომატიაზე საუბრობთ?

- ბატონ თემურს პატივს ვცემ, მაგრამ მისმა ბევრმა განცხადებამ ბევრი ცუდი საქმე გააკეთა. შენ დიპლომატიურ ენაზე როცა არ საუბრობ და თავს აძლევ უფლებას, ასეთი განცხადებები გაავრცელო, არაფერი გამოვა. ძალიან სამწუხაროა, თუ ამას ვერ მიხვდა ბატონო იაკობაშვილი. თუკი ასეთი აგრესული ხარ და ასეთ რაღაცეებს ამბობ – მეტი საქმე არა მაქვს ჩოჩიევს ველაპარაკოო, ელემენტალურად ისე გამოდის, რომ კონფლიქტის მოგვარება არ გინდა და ამის სურვილი არ გაქვს. არც მე მაქვს არანაირი სურვილი კოკოითთან ურთიერთობისა, მაგრამ თუ საჭირო გახდა და ეს ჩემი ხალხის ინტერესებშია, შევხვდები, მიუხედავად იმისა, რომ მას არ ვაღიარებ. სამწუხაროდ, ჩვენ დღემდე ვერ გავიაზრეთ, რომ ეთნო-ტერიტორიული კონფლიქტების მოგვარება დიპლომატიით არის შესაძლებელი და არა სხვა საშუალებებით.

-თქვენ დიმიტრი სანაკოევის ადმინისტრაციაში იყავით. სამხრეთ ოსეთის ალტერნატიულ ადმინისტრაციის ხელმძღვანელად კენჭსაც იყრიდით და მერე ამავე ადმინისტრაციაში საგარეო საქმეთა მინისტრიც გახლდით. საერთოდ, რა არის, რას აკეთებს, რას ემსახურება ეს „სანაკოევის ადმინისტრაცია“, რომლის წარმომადგენლებიც, ფაქტობრივად, თბილისში სხედან, თავი კი სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებად მოაქვთ?

- მე მართლაც მქონდა „ბედნიერება“ მონაწილეობა მიმეღო სამხრეთ ოსეთის ალტერნატიულ საპრეზიდენტო არჩევნებში. თავიდან ვფიქრობდი, რომ ალტერნატიული საპრეზიდენტო არჩევნების მოწყობა იყო სწორი გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. 2006 წლიდან, რეგიონში სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა. იმავე წლის ზაფხულში მე მქონდა შეხვედრები მოსკოვში საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, სადაც იყო ერთგვარი მინიშნება, რომ თუ მივიღებდი მონაწილეობას ცხინვალში საპრეზიდენტო არჩევნებში, კოკოითის კონკურენტად, მოსკოვი მე დამიჭერდა მხარს. ოქტომბერში (კარგად მახსოვს ის დღე, რადგან ჩემი ქალიშვილის დაბადების დღეს დაემთხვა) საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები მეწვივნენ და მთხოვეს მონაწილეობა მიმეღო ალტერნატიულ არჩევნებში, სადაც გაიმარჯვებდა დიმიტრი სანაკოევი - სამხრეთ ოსეთის თავდაცვის ყოფილი მინისტრი და ისიც მითხრეს, რომ ეს არის სერიოზული გამოსავალი იმ მძიმე ვითარებიდან, რასაც შესაძლო სამხედრო დაპირისპირებები უნდა მოჰყოლოდა.

-ალბათ, იცით, დიმიტრი სანაკოევი ცხინვალში კოლაბორაციონისტად არის გამოცხადებული და მოსახლეობაშიც სახარბიელო რეპუტაციით არ სარგებლობს. მანამდე იცნობდით მას?

- დიმიტრი სანაკოევს მანამდე არ ვიცნობდი, ისევე როგორც „სანაკოევის პროექტში“ მონაწილე სხვა პირებს: არც ვლადიმერ სანაკოევს, რომელიც დღეს არც კი ვიცი სადაა, არც ძმებ ქარქუსოვებს (ჯემალ ქარქუსოვი მანამდე ცხინვალში შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, ურუზმაგი დღესაც საქართველოს ეკონომიკის მინსტრის მოადგილეა, იანეკ ქარქუსოვი კი კრიმინალია)... მაგრამ ამაზე მითხრეს: არ ინერვიულო, რადგან კარგი საქმე კეთდება და ჩვენ ყველაფერს ვაკონტროლებთო...

მოგვიანებით რასაც დიმა სანაკოევზე ვიგებდი, სიმართლე გითხრათ, ჩემთვის დიდად სასიამოვნო მოსასმენი არ იყო. როცა მივხვდი, რომ ეს პროექტი არაფრის მომტანი იყო, მეტიც – კიდევ უფრო გაართულა სიტუაცია რეგიონში, ჯერ კიდევ 2007 წლის მაისიდან ვეცადე რამდენჯერმე დამეტოვებინა თანამდებობა. მიზეზთა გამო არ მინდა ღიად ლაპარაკი, თუ რატომ გადავწვიტე საბოლოოდ 2008 წლის აპრილში განმეცხადებინა, რომ ვტოვებდი ჩემს თანამდებობას. 

- აგვისტოს ომის შემდეგ არაერთი ქართველი და ოსი დაიკარგა. მათგან ალან ხაჩიროვზე, სოლტან პლიევსა და ალან ხუგაევზე დღემდე არაფერი ისმის. თუმცა არსებობს ვიდეომასალა, რომლის მიხედვითაც ეს მოზარდები ვიღაც ქართველებს ჰყავთ და აწამებენ. შარშან დეკემბერში გოჩა ძასოხოვმა „მაესტროს“ საშუალებით განაცხადა, რომ ეს ადამიანები შესაძლოა ცოცხლები აღარც არიან. თქვენ ხომ არაფერი იცით მათზე?

- მეც ასე მგონია, რომ ეს ადამიანები ცოცხლები აღარ არიან. ღმერთმა ქნას, რომ ვცდებოდე. ფაქტია, რომ ისინი ქართველებმა ტყვედ აიყვანეს და მერე, ალბათ, მოხდა მათი ლიკვიდაცია. ყველა შემთხვევაში ამ ვიდეოკადრების მიხედვით უნდა მოიძიონ ის ადამიანები, ვინც მათ წამებაში მონაწილეობდნენ და შესაბამისად დასაჯონ. ბოლოს და ბოლოს, ომი დამთავრდა და სამშვიდობო პროცესებს ხელი ამით უნდა შეეწყოს, რაც, სამწუხაროდ, არ ხდება.

- როგორია ამჟამად ეთნიკურად ოსი ხალხის მდგომარეობა საქართველოში? ანუ მათი, ვინც დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის აქეთ დარჩნენ?

- ამჟამად კატასტროფულად მცირდება საქართველოში მცხოვრები ოსების რაოდენობა, ანუ ისეთებისა, ვინც თავის იდენტიფიცირებას ახდენს ოსურ ეთნოსთან. ამის მიზეზი არ არის მათი პირდაპირი და ღია შევიწროება და დევნა. თუმცა, ასევე არის შემთხვევები, როცა საქართველოს ხელისუფლებისთვის მეტ-ნაკლებად საინტერესო ოსი ეროვნების ადამიანების პირდაპირი დევნაც ხორციელდება. უმეტეს შემთხვევაში კი, ოსებს გაუჩნდათ ქვეცნობიერი შიში საქართველოს სახელმწიფოსა და ხელისუფლების მიმართ, რომელმაც ძალიან მოკლე პერიოდში, სულ რაღაც 20 წელიწადში სამჯერ ვერ შეძლო სარწმუნოებრივად, მენტალურად და ნათესაურად მსოფლიოში ყველაზე ახლო მდგომ ქართველებსა და ოსებს შორის კონფლიქტის თავიდან აცილება. სწორედ ამიტომაც საქართველოს ტერიტორია დატოვა ოსების დიდმა ნაწილმა. მათ შორის არიან ცნობილი ადამიანები - გოჩა ძასოხოვი, ლერი ხაბელოვი, ვლადიმერ გუცაევი, არსენ კასაბიევი და სხვები.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
სახელი: ჩაჩბა
2011-06-25 08:30
"სარწმუნოებრივად, მენტალურად და ნათესაურად მსოფლიოში ყველაზე ახლო მდგომ ქართველებსა და ოსებს შორის კონფლიქტის თავიდან აცილება"
--
1. ოსთა უმრავლესობა კი ითვლება ქრისტიანად მარა უფრო კერპტაჱვანისმცემელია, ნაწილი(დიგორელი)მუსულმანი.
2. მენტალობა. ქართველები მენტალურად ქურდები არასდროს არ ყოფილან განსხვავებით ოსებისა.
3.ნათესაობა და ახლოს დგომა.
ეთნიკურად, ანთროპოლოგიურად, გენეტიკურად, წარმოშობით, რავიცი როგორც გინდა უწოდეთ, ოსები არანაირად არ დგანან ქართველებთან, ოსები ირანული მოდგმის ხალხია, მოგვიანებით მოსული კავკასიაში, ხოლო ქართველები ერთერთი უძველესი ხალხია რომელიც წარმოიშვა და ჩამოყალიბდა ერთიან ქართველ ერად კავკასიაში, მათი ენა განეკუთვნება ადგილობრივ, აბორიგენულ იბერიულ-კავკასიურ ენათა ჯგუფს.
ანთროპოლოგიურად, გენეტიკურად ქართველებთან ყველაზე ახლოს დგანან: დასავლეთ ქართველებთან აფხაზები, აღმოსავლეთ ქართველებთან ვაინახები(ჩეჩენ-ინგუშები.
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
როგორ აფასებთ თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას დაკავებას?
დააკავეს რეალური დანაშაულისათვის, საპროცესო ნორმების დაცვით დააკავეს რელური დანაშაულისათვის, მაგრამ საპროცესო ნორმების დარღვევით დააკავეს არარეალური ბრალდებით, პოლიტიკური მოტივებით მიჭირს პასუხის გაცემა

ბლოგი

მოჩვენებითი მშვიდობა ბალკანეთში
ხანგრძლივი და რთული მოსამზადებელი პერიოდის, წვალების შემდეგ 30 ივლისს სარაევოში ჩავფრინდით. ცუდი მეტეოპირობების გამო, დაფრენის დროს განცდილი დიდი შიშის მიუხედავად, თვითმფრინავის ილუმინატორიდან სარაევოს
ვრცლად...
მშიერი კომისიის წევრები და გაბრაზებული თავმჯდომარეები ბათუმში
ბეჭედი ნაკვეთურის გარეშე და ორსახელიანი ამომრჩეველი გურიაში
არქივი
    

რედაქტორის აზრი

რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
„მართლმსაჯულების ხარვეზები“ - რბილად ასე ვუწოდებთ იმ სისტემურ პრობლემებს, რაც ქართულ მართლმსაჯულებას ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის წლებში ახასიათებდა. 
ვრცლად...
პატიმართა მასობრივი პროტესტის მიზეზები
შემოდგომის ბუზი
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2014 HRIDC