კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საერთაშორისო სასამართლოებში არსებულ დავებზე ინფორმაციის მიღება შეიზღუდა

2 ივლისი, 2010

საერთაშორისო სასამართლოებში არსებულ დავებზე ინფორმაციის მიღება შეიზღუდა.
პარლამენტმა დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე, შესაბამისი საკანონდმებლო ცვლილება საბოლოოდ დაამტკიცა.
"საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში" განხორციელებული ცვლილებით,სახელმწიფოს საერთაშორისო სასამართლოებსა თუ საარბიტრაჟო სასამართლოებში მონაწილეობასთან დაკავშირებით ინფორმაცია საჯარო აღარ იქნება. კერძოდ, ამავე კოდექსის მე-3თავის მოქმედება, რომელიც ინფორმაციის თავისუფლებას ეხება, არ გავრცელდება აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა იმ საქმიანობაზე, რომელიც საერთაშორისო საარბიტრაჟო, უცხო ქვეყნის ან საერთაშორისო სასამართლოებში მათ მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მიმდინარე სამართალწარმოებასა და საქმეთა განხილვაში, საქართველოს სახელმწიფოს მონაწილეობასთან არის დაკავშირებული.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები