კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სასამართლომ ე.წ. კანონიერი ქურდი ტარიელ ონიანი დამნაშავედ სცნო

19 ივლისი, 2010

მოსკოვის ხამოვნიჩესკის სასამართლომ ე.წ. კანონიერი ქურდი ტარიელ ონიანი ადამიანის გატაცებაში დამნაშავედ სცნო . ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება.
პროკურატურა ონიანისთვის 15 წლით თავისუფლების აღკვეთას და სასჯელის მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოხდას მოითხოვს. თავად ონიანი კი დანაშაულს არ აღიარებს.
გამოძიების ვერსიით, გამოსასყიდის გამოძალვის მიზნით ონიანმა და მისმა ორმა თანამზრახველმა მოსკოვის სმოლენსკის მოედნიდან მოსკოველი ბიზნესმენი 2009 წლის 18 მარტს გაიტაცეს და ერთ-ერთ რესტორანში მიიყვანეს, სადაც ონიანის მითითებით ბეისბოლის ჯოხით სცემეს. გატაცებულის გათავისუფლების სანაცვლოდ გამტაცებლებმა ნათესავებს 500 ათასი დოლარის გადახდა მოსთხოვეს.
მათ ბიზნესმენი გამოსასყიდის ნაწილის – 218 ათასი დოლარის მიღების შემდეგ, გატაცებიდან მესამე დღეს გაათავისუფლეს და დარჩენილი თანხის გადახდა დაავალეს. დაზარალებულმა სამართალდაცმველებს მიმართა, რის შედეგადაც ეჭვმიტანილები მალევე დააკავეს.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები