კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სანდრო გირგვლიანის ოჯახის საჩივარი არ დაკმაყოფილდა

22 ივლისი, 2010

სანდრო გირგვლიანის ოჯახის საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა. როგორც გირგვლიანის ოჯახის ადვოკატმა დავით ჯანდიერმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, თბილისის სააპელაციო სასამართლომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

საქალაქო სასამართლომ ნაცვლად მოთხოვნილი 200 000 ლარისა, გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულებს მორალური კომპენსაციის სახით 40 000 ლარი დააკისრა.

გირგვლიანები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას უზენაეს სასამართლოში აპირებენ. სააპელაციო წესით პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ორივე მხარემ, მოსარჩელემაც და მოპასუხემაც გაასაჩივრა.
 
2010 წლის 29 აპრილს, სტრასბურგში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ზეპირი მოსმენით განიხილა საქმე, სახელწოდებით „ენუქიძე-გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ“. ევროპულ სასამართლოს გადაწყვეტილება ამ საქმესთან დაკავშირებით ჯერჯერობით არ მიუღია.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები